ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

?????????? ???????? ?????????? ??????, ??????? ??? ????????? ???? ??????????
ავღანეთში ახალგაზრდა ჟურნალისტი დააკავეს
25/01/2008

ავღანეთში, ქალაქ მაზარი შარიფის სასამართლომ 23 წლის საიდ პარვეზ ხამბახშს ღვთის გვემისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ბატონი ხამბახში ბალხის უნივერსიტეტის სტუდენტი და ერთერთი ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტი გახლდათ. იგი დააკავეს მას შემდეგ რაც მუსლიმურ საზოგადოებაში ქალების უფლებების შესახებ სტატიები გაავრცელა. რაჰიმულა სამანდარი ავღანეთის დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტია. იგი ამბობს, რომ ხამბახშს ამ საკითხზე თავად სტატია არ დაუწერია. “პარვეზმა უბრალოდ მოახდინა არსებული სტატიების კოპირება სტატიისა, რომელიც მუსლიმურ საზოგადოებაში ქალის როლს ეხება, შემდეგ წაკითხა ეს სტატია და მისი ასლები დაურიგა თავის კურსელებს. მისი დაკავების მომენტში, პროკურორმა ჩათვალა, რომ პარვეზი იყო სტატიის ავტორი, მაგრამ მოგვიანებით დამტკიცდა, რომ ეს ასე არ იყო.” ბატონმა სამანდარმა ასევე განაცხდა, რომ რომ ასოციაცია განაჩენს გაასაჩივრებს საერთაშორისო სასამართლოებში, მედიის საერთაშორისო ორგანიზაციებში და ასევე ავღანეთის პრეზიდენტისა და პარლამენტის წინაშე. ომისა და მშვიდობის კვლევის ინსტიტუტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციაა და კონფლიქტურ რაიონებში მუშაობს ჟურნალისტებთან, აცხადებს, რომ ინსტიტუტში დარწმუნებლები არიან რომ ხელისუფლებამ სამხილი გააყალბა და პარვეზის ძმა, ძმის მოღვაწეობის გამო, დაისაჯა. მეორე ჟურნალისტური ორგანიზაცია--“ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე” აქვეყნებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ პარვეზ ხამბახშის წინააღმდეგ წარმართული იყო ისეთი სასამართლო პროცესი, რომელიც მოკლებული იყო თავისუფალი სიტყვისა და კანონის უზენაესობის სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისადმი გაგზავნილ ღია წერილში ნათქვამია, რომ “ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი” აკეთებს გაფრთხილებას, რომ მაშინ როდესაც ავღანეთი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება 2009 წელს, ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია პროფესიული მედია ინდუსტრიის შენარჩუნება, რომელიც თავისუფალია მუქარისა ან რელიგიური დისკრიმინაციის შეზღუდვებისგან. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა, ადამიანის უფლებების ანგარიშში აღნიშნა, რომ ავღანეთში, სიტყვის თაივუსფლება სხვადასხვა ხარისხით არსებობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. კონდოლიზა რაისმა თქვა: “ თავისუფლება და ადამიანის უფლებები გულისხმობს დინამიურ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი სასამართლოს, თავისუფალი მედიისა და უშიშროების ძალების არსებობას, რომლებსაც კანონის უზენაესობის და მოსახლეობის დაცვა შეუძლიათ ექსტრემიზმისა და ძალადობიაგან.