ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

 
სენატორი ჯონ მაკკეინი განცხადებას აკეთებს საქართველოს შესახებ

18/04/2008

სენატორმა მაკკეინმა გუშინ სატელეფონო საუბარი იქონია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. საუბრის შემდეგ მან შემდეგი განცხადება გააკეთა: “....რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისადმი მიმართებაში გადადგმული ნაბიჯები წარმოადგენს საერთაშორისო კანონების დარღვევას და მკაცრ გაკიცხვას იმსახურებს ყველა იმ სახელმწიფოს მხრივ, რომლებიც კანონიერებას იცავენ. არც ერთ სახელმწიფოს თვით რუსეთის ჩათვლით არ უცნიათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მიუხედავად ამისა რუსეთი ფაქტობრივად ანექსირებას უხდენს საქართველოს ამ მხარეებს, რითაც ძირს უთხრის სტაბილობასა და უშიშროებას რეგიონში. სამწუხაროდ რუსეთის ხელისუფლებამ არა ურთიერთთანამშრომლობის არამედ კონფრონტაციის გეზი აირჩია. ახლახანს ბუქარესტში ჩატარებული ნატოს უმაღლესი დონის შეხვედრაზე ზოგი სახელმწიფო საქართველოს MAP-ში მიწვევის წინააღმდეგ გამოვიდა თითქოსდა იმ მიზეზით, რომ ამით რუსეთი არ გაეღიზიანებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხში ვერ იქნა მიღწეული თანხმობა რუსეთმა მაინც პროვოკაციას მიმართა. ჩვენ არ უნდა მივცეთ რუსეთს იმის უფლება, რომ ჩათვალოს თითქოს მას რაც მოესურვება იმის გაკეთება შეუძლია, რათა ძირი გამოუთხაროს საქართველოს სუვერენობას. საქართველომ ამ საკითხში თავშეკავება გამოავლინა და მან კვლავაც უნდა გააგრძელოს ეს მიდგომა. იმედი მაქვს, რომ ევროპული სახელმწიფოების ლიდერები ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ეუთოსა და გაეროს ჩათვლით, მკაცრად დაგმობენ რუსეთის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯებს.

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა
როდოვან კარაძიჩი ჰააგის ტრიბუნალში

  სხვა ცნობები
ობამა პალესტინას ეწვია
შეხვედრა ასეანის სახელმწიფოთა ფორუმზე
ირანი კვლავაც გააგრძელებს ბირთვული ტექნოლოგიის შემუშავებას
თავდასხმა ავღანეთში
ევროკავშირმა დროებით შეუჩერა ფინანსური დახმარება ბულგარეთს