ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

 
დაიწყო სამხედრო ძალების გადაადგილება აფხაზეთის მიმართულებით

01/05/2008

მიუხედავად ქართული მხარისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წინააღმდეგობისა, რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, დაიწყო სამხედრო ძალების გადაადგილება აფხაზეთის მიმართულებით.

რუსეთის საინფორმაციო წყაროების განცხადებით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ მიღებულია ზომები სამხედრო პოსტების გასამაგრებლად და კონფლიქტურ რეგიონში საკომუნიკაციო სისტემების შესაქმნელად.

ამ განცხადებაში არ არის მითითებული თუ რამდენი ჯარისკაცია გადასროლილი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე.  თუმცა სამინისტრო აცხადებს, რომ ჯარების ზრდა ექვემდებარება საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სტანდარტებს. 

ქართული მხარე რუსეთის ამ ნაბიჯს პროვოკაციას უწოდებს და აცხადებს, რომ მოსკოვის მოქმედება არღვევს 1994 წლის შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ქართული მხარის დასტურს რუსეთის მიერ დამატებითი სამშვიდობო ჯარების გაგზავნის შესახებ.  

ამ ფონზე, აშშ წარმომადგენელთა პალატამ მიიღო ახალი რეზოლუცია, რომელიც გმობს რუსეთის მოქმედებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. 

ფლორიდის დემოკრატი კონგრესმენის რობერტ უექსლერის მიერ პალატაში შევიდა წინადადება.  რეზოლუციაში მოწონებით არის მოხსენიებული პრეზ.  სააკაშვილის მიერ წამოყენებული სამშვიდობო ინიციატივები ორ კონფლიქტურ რეგიონში. 

ამ ფონზე, ზოგი ამერიკელი კონგრესმენი ეწინააღმდეგება რეზოლუციის ტექსტს და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს არ სურს საქართველო ნატოში გაწევრიანდეს, ეს ფაქტი არ უნდა გულისხმობდეს ამეირკის მხრიდან ანტი-რუსული პოლიტიკის წარმოებას.

“საქართველო და რუსეთი კონფლიქტის პირას არიან მისული.  მე ვაცნობიერებ, რომ რუსეთს ყველანაირად სურს საქართველო ნატოს ჩამოაშოროს, და ჩვენ სიგნალს გვაძლევს, რომ საქართველოს ამ მისწრაფებას არ დავუჭიროთ მხარი.  ამიტომ მე მესმის ჩემი კოლეგების შეშფოთება, თუმცა ვერ ვხედავ იმის საბაბს, რომ რადგან რუსეთი ეწინააღმდეგება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, ჩვენ მაინცდამაინც რუსეთთან დაპრისპირება უნდა გვინდოდეს. 

მეორე კონგრესმენი რობერტ უექსლერი კი აცხადებს, რომ რუსეთმა ეს გადაწყვეტილებგა ცალმხრივად მიიღო, ჩამოადგო სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი, შელახა საქართველოს სუვერენიტეტი და რომ აღნიშნული რეზოლუცია რუსეთის მოქმედებას არაკონსტრუქციულად აფასებს.    ვაიშნგტონი საშვიდობო პროცესს უჭერს მხარს და ასევე, ნატოს მიერ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ განცხადებას.”

 

 

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა
ინგრიდ ბეტანკური გაათავისუფლეს

  სხვა ცნობები
კოსოვო სერიოზული პრობლემების წინაშე დგას
აფეთქება ბულგარეთი
აფეთქება თურქეთში
ინგრიდ ბეტანგური და 14 მძევალი გაათავისუფლეს
ნარკომანია - სამართლებრივ საკითხებში
ბათუმი სუამის სამიტს მასპინძლობს
დიდი რვიანის შეხვედრის დაწყებას საპროტესტო გამოსვლები ახლავს თან
დღეს პრეზ. რობერტ მუგაბეს ინაუგურაცია იმართება
ერაყის ქალაქ დულუიაში  აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა
ერაყში მოთარეშეებმა მოსამართლე მოკლეს
ნავთობზე ფასმა სარეკორდო ნიშნულს მიაღწია
ზიმბაბვეში საპრეზიდენტო არჩევნები ერთი კანდიდატის მონაწილეობით ტარდება
ჰილარი ქლინტონის წარუმატებლობის მიუხედავად, მისი მხარდამჭერები თვლიან რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გზა გაეკაფა ქალ კანდიდატს