ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

 
მდგომარეობა საქართველოში  მართლაც დაძაბულია და ეს რუსეთის ბრალია

07/05/2008

თეთრი სახლი კრემლს მოუწოდებს სიტუაცია განმუხტოს საქართველოში. თეთრი სახლის პრეს მდივნის დანა პერინოს განცხადებით, მდგომარეობა მართლაც დაძაბულია და ეს რუსეთის ბრალია. “რუსეთის მთავრობა პროვოკაციულ ზომებს იღებს საქართველოსთან მიმართებაში.”

პერინოს განცხადებით, რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო საქართველოს საჰაერო სივრციდან.   აქვე ქალბატონმა პერინომ  აღნიშნა რუსი სამშვიდობოების რაოდენობის გაზრდა და კრემლის მიერ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის რეგიონთან თანამშრომლობის დაწყება.

“კრემლის ამ ნაბიჯებმა ძალიან გაზარდა დაძაბულობა რეგიონში.  კრემლის მოქმედება ამასთან ეწინააღმდეგება გაეროს მეგობარი ქვეყნის სტატუსს აფხაზეთში მდგომარეობის დარეგულირების მიზნით.”

თეთრი სახლის წარმომადგენელი აკეთებს გაფრთხილებას, რომ ყველა მხარემ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების თავიდან ასაცილებლად.

ამ ფონზე, რუსულ მედიაში გამოჩნდა აფხაზ სეპარატისტთა წარმომადგენლის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მოსკოვმა უნდა ითავოს უშიშროების დაცვა  აფხაზეთში. 

თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები საქართველოს მთავრობასთან რათა პოლიტიკური გზებით მოინახოს სიტუაციის დარეგულირების საშუალება. ამერიკის ადმინისტრაცია ასევე მოუწოდებს მოსკოვს პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.  აღსანიშნავია, რომ პრეზ ბუში ამ თემაზე ჯერჯერობით არ დალაპარაკებია არცერთი ქვეყნის ლიდერს. 

 

 

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა
თბილისში კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა

  სხვა ცნობები
კონდოლიზა რაისი სააკაშვილს შეხვდა
წუხელ ირანმა რაკეტების კიდევ ერთი გამოცდა მოაწყო
აფეთქება უზბეკეთში
ერაყში ალყაიდას წევრობაში ეჭვმიტანილი 30 კაცია დაკავებული
18 წლის განმავლობაში  თურქეთის ლიდერის პირველი ვიზიტია ერაყში
კონდოლიზა რაისის ვიზიტი თბილისში
ბუში პეკინის ოლიმპიურ თამაშებს დაესწრება
დიდი რვიანის შეხვედრა დასრულდა
რუსეთი უკმაყოფილოა აშშ-ის გეგმებით
ირანმა ახალი რაკეტები გამოსცადა
სტამბოლში აშშ-ისს აკონსულოსთან ტერაქტი განხორციელდა
აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა
კონდოლიზა რაისი ხვალ ჩადის თბილისში
ტერაქტი ქაბულში
კონდოლიზა რაისი ევროპას ეწვევა