ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

აფხაზეთში სულ 21 ათასი აფხაზი ცხოვრობს

08/05/2008

აშშ კონგრესმა 390 ხმით 23-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია, სადაც გმობს რუსეთის პროვოკაციულ, საშიშ განცხადებებს და ქმედებებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უქმნის საფრთხეს.”

-აშკარაა, რომ ჩვენ შეშფოთებულნი ვართ რუსეთის იმ ქმედებების გამო, რომელიც მან საქართველოსთან მიმართებით განახორციელა. ვფიქრობთ, რუსეთმა უარი უნდა თქვას ასეთ ნაბიჯებზე” - აცხადებს ჯორჯ ბუშის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში  სტივენ ჰადლი.

რუსეთი კი კვლავ საქართველოს სამშვიდობოების რიცხვის გაზდით ემუქრება. მოსკოვის განცხადებით ქართული ძალოვანი სტრუქტურების შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც სამხედრო კონტინგენტის გაზრდას გულისხმობს კონფლიქტის ზონაში, რუსულ მხარეს იძულებულს გახდის იმოქმედოს ადეკვატურად და გაზარდოს სამშვიდობოების რიცხვი მანდატით გათვალისწინებულ ზღვრამდე...

აფხაზეთის დე-ფაქტო თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ კაზაკების დელეგაცია მიიღო. ქიშმარიამ კაზაკებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და სიგელებით დააჯილდოვა. კაზაკთა თქმით, ჩრდილო-კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის წევრებმა  რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან  ნებართვა  მიიღეს, გაწევრიანდნენ რუსი სამშვიდობოების მანდატით გათვალისწინებულ პროგრამაში, ლაპარაკია 1.500 კაზაკზე...

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ანზორ წოწონავას თქმით :აფხაზებს ომის ეშინიათ. იმიტომ რომ ომის შემთხვევაში აფხაზი ეთნოსი აღარ იარსებებს. აფხაზეთში ამჟამად 50%-ზე ნაკლები აფხაზი ცხოვრობს, დანარჩენი 50%-ი წასულია აფხაზეთიდან. იქ ახლა სახლდებიან კაზაკები, რუსეთის მოქალაქეები.. აფხაზეთში დარჩენილია 20-21 ათასი აფხაზი.

 

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა

  სხვა ცნობები
კოსოვო სერიოზული პრობლემების წინაშე დგას
აფეთქება ბულგარეთი
აფეთქება თურქეთში
ინგრიდ ბეტანგური და 14 მძევალი გაათავისუფლეს
ნარკომანია - სამართლებრივ საკითხებში
ბათუმი სუამის სამიტს მასპინძლობს
დიდი რვიანის შეხვედრის დაწყებას საპროტესტო გამოსვლები ახლავს თან
დღეს პრეზ. რობერტ მუგაბეს ინაუგურაცია იმართება
ერაყის ქალაქ დულუიაში  აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა
ერაყში მოთარეშეებმა მოსამართლე მოკლეს
ნავთობზე ფასმა სარეკორდო ნიშნულს მიაღწია
ზიმბაბვეში საპრეზიდენტო არჩევნები ერთი კანდიდატის მონაწილეობით ტარდება
ჰილარი ქლინტონის წარუმატებლობის მიუხედავად, მისი მხარდამჭერები თვლიან რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გზა გაეკაფა ქალ კანდიდატს