ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

გაერომ ბირმაში სადამხმარებლო საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა

09/05/2008

გაეროს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად გაერომ გასულ კვირას ბირმაში ტროპიკული ციკლონის ნარგიზის მსხვერპლთა  სადამხმარებლო საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტა. ამის მიზეზად გაერო ბირმის მთავრობის მიერ სადამხმარებლო პაკეტების ხელში ჩაგდებას ასახელებს.

როგორც გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ოფიციალური პირები აცხადებენ გაერო იძულებული შეიქნა შეწყვიტოს სადამხმარებლო საქონლის გაგზავნა მანამ სანამ პრობლემა არ მოგვარდება.

ბირმის მთავრობის ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს. როგორც თავად ბირმის სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ ბირმის ხელისუფლება უარყოფს  უცხოელ მაშველთა ჯგუფის დახმარებას მაგრამ თანხმაა მიიღოს სადამხმარებლო სურსათი, თუმცა მისი გადანაწილება მხოლოდ ადგილობრივ მაშველთა რაზმების მიერ მოხდება

 

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა

  სხვა ცნობები