ვესტ ვირჯინიის შტატის პირველად არჩევნებში ჰილარი ქლინტონი იმარჯვებს
14/05/2008
დასავლეთ ვირჯინიაში მიღწეული გამარჯვებით ფრთაშემსხმული ჰილარი კლინტონი ბრძოლის გაგრძელების პირობას დებს. დასავლეთ ვირჯინიაში მიღწეული გამარჯვებით ფრთაშემსხმული ჰილარი კლინტონი ბრძოლის გაგრძელების პირობას დებს. წუხელ შიდაპარტიული არჩევნების ზემოთქმულ ეტაპზე გამარჯვების მიღწევის შემდეგ კლინტონმა განაცხადა, რომ მას მიმდინარე წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატად დასახელების უფრო დიდი შანსი აქვს. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ექსპერტები თვლიან, რომ კლინტონი ბარაკ ობამას ვეღარ დაეწევა. თუმცა კლინტონის პრესმდივნის თქმით, სენატორი სუპერდელეგატების დარწმუნებას ეცდება იმაში, რომ იგი უფრო ძლიერი კანდიდატი იქნება ნოემბრის არჩევნებისთვის. სუპერდელეგატები დემოკრატიული პარტიის ის გავლენიანი წევრები არიან, რომლებსაც ნომინაციის ბედის გადაწყვეტა ძალუძთ.