ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

საწვავზე ფასების ზრდის გამო ამერიკელებმა უფრო მცირე ძრავის მქონე მანქანების ყიდვა დაიწყეს

14/05/2008

ბენზინის ფასის მომატებამ ყველაზე იმოქმედა. ახლა დიდ ავტომობილებს მიჩვეული ბევრი ამერიკელი მცირე ავტომობილებს ყიდულობს. ავტოინდუსტიის მონაცემების თანახმად, გასულ თვეს შეერთებულ შტატებში გაყიდულ ავტომობილთაგან ყოველი მეხუთე მცირე ზომისაა. საწვავის მაღალი ფასიდან გამომდინარე, ამერიკელები ზურგს აქცევენ მათ საყვარელ ორ ხიდიან და მიკროავტობუსის ტიპის დიდ ავტომობილებს. ახლა ისინი ისეთ მანქანებს ყიდულობენ, რომლების საწვავს დაზოგავს: “როდესაც დიდი ზომის ორხიდიან ავტომობილს ვხედავთ, ჩვენ აღარ ვთვლით, რომ იგი განსაკუთრებულ სტატუს გვანიჭებს. ახლა მხოლოდ იმას ვფიქრობთ, რომ იგი ძალზე ბევრ ბენზინს წვავს”. ავტოინდუსტრიის ექსპერტი ჯესიკა კალდუელი. მცირე ზომის ავტომობილების გაყიდვა საკმაოდ გაიზარდა. მათ შორის ევროპაში უკვე კარგა ხნის განმავლობაში პოპულარული “სმარტისაც”. მაგალითად ქალაქ ვაშინგტონის ავტოსადილეროები ამ ავტომობლის შეძენის მსურველთა მოთხოვნას ვერ აუდიან და მათ მომლოდინეთა გრძელი სიების შედგენა უწევთ: “ჩემის აზრით ახლა მსურველს ალბათ რვა თვე მოუწევს სმარტის ლოდინი”. გვეუბნება სმარტის ავტოცენტრის თანამშრომელი თიმ ჩიკანი. თუმცა ლოგიკის მიუხედავად, ბევრი ჯერ კიდევ აგრძელებს დიდი ავტომობილების თაყვანისცემას; “მართალია ძალზე ძვირი მიჯდება, მაგრამ მე მაინც ასეთი ავტომობილები მომწონს”. ამბობს სომალელი იმიგრანტი ფორტუნ ჰასანი. თუმცა სხვები, მაგალითად ერთ-ერთი კოლუმბიელი იმიგრანტი თვლის, რომ მას საწვავის ფასის ზრდის გამო მას მცირე ავტომობიულის ყიდვა მოუწევს. სამი ბავშვის დედა ვირჯინიელი ჯოი მაკკონი თვლის, რომ ბავშვების გამო მას მხოლოდ დიდი მანქანა დააკმაყოფილებს: “დიდ ავტომობილში მე თავს უხიფათოდ ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ მცირე მანქანის საჭესთან დაბრუნება ძალზე გამიჭირდება”. გვეუბნება იგი. ბენზინის დაზოგვის მიზნით ზოგი ამერიკელი ავტომობილებიდან მოტოციკლეტებზეც კი გადაჯდა: “მოტოციკლეტი ყველაზე ოპტიმალურად წვავს ბენზინს. აქ მას ბადალი არ ჰყავს”. ამბობს არიზონაში მდებარე მოტოციკლეტ “ჰარლი დევიდსონის” ცენტრის მუშაკი ჯეფ შრიკლერი. ამერიკულ “ჰარლი დევიდსონზე” უკეთესად კი იტალიური მოტოროლერი “ვესპა” იყიდება, რომელიც ას მილის გავლას მხოლოდ ერთი გალონი ბენზინის დაწვის ხარჯზე ახერხებს. ვისკონსინის შტატში ამ მოტოროლერებს ფილიპო რეინა ასაღებს. იგი გვეუბნება, რომ “ვესპას” გაყიდვა ყოველდრიურად იზრდება; “ზოგი ჩვენი მოტოროლერი მხოლოდ ქალაქისთვისაა გათვალისწინებული, მაგრამ ზოგი ავტომაგისტრალზეც გამოგადგებათ. ჩვენს მარაზიაში ისეთებიცაა, რომლებსაც საათში ას ოცდაათი კილომეტრი სიჩქარის განვითარებაც კი ძალუძს”. ამბობს იგი. შეიძლება ვიგულისხმოდ, რომ საწვავის ფასის შეუჩერებელი ზრდა კიდევ უფრო პოპულარულს გახდის მცირე ავტომობილებსა და მოტოროლერებს.

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა

  სხვა ცნობები