ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

ჰილარი ქლინტონის წარუმატებლობის მიუხედავად, მისი მხარდამჭერები თვლიან რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გზა გაეკაფა ქალ კანდიდატს

27/06/2008

ჰილარი კლინტონის საპრეზიდენტო მარათონის მარცხით დასრულების მიუხედავავად მისი მხარდამჭერები თვლიან რომ მომავალ არჩევნებში კლინტონმა გზა გაუკაფა ქალ საპრეზიდენტო კანდიდატებს.

ტაში

სენატორი ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო მარათონს ივნისის დასაწყისში გამოეთიშა. ქალბატონმა კლინტონმა თავის  გამოსამშვიდობებელ გამოსვლაში მარდამჭერებს მიმართა და  საპრეზიდენტო კამპაანიის წარუმატებელი დასასრულის მიზეზად მისი სქესი დაასახელა

მე ქალი ვარ და როგორც მილიონობით ქალმა მეც კარგად ვიცი რომ წინ კიდევ ბევრი ბარიერები და წინააღმდეგობები გველის. მე მსურს ამერიკაში ისეთი საზოგადოება ჩამოვაყალიბო რომელიც გამონაკლისის გარეშე,  თვითოეული ჩვენთაგანის შესაძლებლობებს  აღიარებს და მათი ჯანსარად გამოყენების საშუალებას მოგვცემს. ცდ

18-მა მილიონმა ქალმა მისცა ხმა ჰილარი კლინტონს.

მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვერ დავანგრიეთ წინააღმდეგობის კედელი, ჩვენ მას 18 მილიონი ბზარი გავუჩინეთ.ცდ

პირველად საპრეზიდენტო არჩვენებში კლინტონის მხარდამჭერთა შორის ერთგულებით ქალები გამოირჩევიან. პირველმა ლედიმ, ქალბატონმა ლორა ბუშმაც კი ხოტბა შეასხა კლინტონის ისტორიულ საპრეზიდენტო მარათონს:

მე თვალყურს ვადევნებდი მის კამპანიას და უნდა ვაღიარო აღტაცებული ვარ მისი შეუპოვრობითა და სიმტკიცით.ცდ

ქალთა ეროვნული ორგანიზაცია აცხადებს რომ სამწუხაროდ პირველადმა არჩევნებმა ფარდა ახადა იმ რეალობას რაც ამერიკულ საზოგადოებაში იმალება. კერძოდ კი საზოგადოება არ არის მზად ქალი პრეზიდენტისთვის.

კლინტონის საპრეზიდენტო კაპმანიის განმავლობაში რადიოს, გაზეთისა თუ ტელევიზიის საშუალებით გაუთავებლად ისმოდა მისი კრიტიკა.

 ქალთა ეროვნული ორგანიზაციის პრეზიდენტი კიმ გენდი აცხადებს რომ მედია  მსუბუქად აშუქებდა იმ შეურაწცყოფას რისი  ატანაც მოუხდა  ჰილარი კლინტონს.

ჩვენს საზოგადოებასა და მედიაში უთანასწორობა მამაკაცსა და ქალს შორის მიჩქმალულია. როდესაც ასპარეზზე ჰილარი კლინტონი გამოჩნდა საზოგადოებაში აშკარა აგრესია გაჩნდა. ისმოდა კრიტიკა მისი აღნაგობის, ჩაცმულობის და ხმის ტემბრისა შესახებ. ზოგი კომენტარის თანახმად მამაკაცები ქალბატონ კლინტონს ავ მეუღლესთან აიგიავებდნენ.ცდ

ქალბატონი გენდი თვლის რომ კლინტონმა ისტორიული წვლილი შეტანა ქალის პოლიტიკური ასპარეზის განვითარებაში. მაგრამ მამაკაცსა და ქალს შორის უტანასწორობა მომავალში სერიოზულ დაბრკოლებად რჩება.

ამჟამად კონგრესში 84 პროცენტი მამაკაცია,  გუბერნატორების 82 პროცენრს მამაკაცები შეადგენენ. აშკარაა რომ ჩვენ წინ კიდევ უამრავი წინაობა გველის.ცდ

ჰილარი კლინტონმა საპრეზიდენტო მარათონის დასრულებისთანავე დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატს  ბარაკ ობამას დაუჭირა მხარი.

ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ ბარაკ ობამას.

ასე მიმართა ჰილარი კლინტონმა თავის მხარდამჭერებს. აქედან გამომდინარე  პოლიტიკური ანალიტიკოსები ვარაუდობენ რომ ობამს მხარდამჭერთა შორის  კლინტონის მომხრეებიც ჩაირიცხებიან.

თუმცა ქალთა უფლებების დამცავი აქტივისტები აცხადებენ რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში ობამა გაიმარჯვებს კლინტონის მომხრეები მხოლოდ ერაყში ომის დასრულებასა და ეკონომიკის აღდგენას არ დაყაბულდებიან და  ობამას  სწორედ იმ რეფორმების გატარებას მოსთხოვენ რითაც 18 მილიონი ამომრჩეველი მხარდამჭერი ქალი მოხიბლა კლინტონმა.

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა
მუსიკოსი, კინო-ოპერატორი და მხატვარი დათო შუშანია  Audio Clip Available

  სხვა ცნობები
აშშ-ის ეკონომიკის გადარჩენის გეგმის დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის
ტიბეტი ჩინეთთან მოლაპარაკებას მართავს
აშშ-ს საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლეს ტერორისტი რაშიფ რაუფი
ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის სასამართლო პროცესს მედია ვერ დაესწრება
თავისუფალი ვაჭრობა - ეკონომიკური წინსვლის გზა
ბარაკ ობამას გარდამავალი კაბინეტი მზადებაშია
მუგაბე არ თანამშრომლობს ჰუმანიტარულ ჯგუფებთან
ბარაკ ობამა  ჰილარი ქლინტონს სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაასახელებს
ლონდონის სასამართლომ მადონას და მის მეუღლეს გაი რიჩის განქორწინების მოწმობა გადასცა
2025 წლისთვის ჩინეთი და ინდოეთი მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებად მოგვევლიანებიან
ამერიკა მოდიფიცირებას უხდენს მოქმედების სტრატეგიას ავღანეთში
დღეს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი ანგოლის პრეზიდენტს შეხვდება.
დღეს აზიის საფონდო ბირჟების დახურვის შემდეგ აღინიშნა აქციების ფასების ზრდა
რუსეთის დუმამ  პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა  4 დან 6 წლამდე გაზარდა
დღეს ევროპისა და აზიის ბირჟებზე მაჩვენებლების დაცემა აღინიშნებოდა
ერაყი  ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მოქმედების ვადას გააგრძელებს