ერაყის პოლიციის განცხადების თანახმად ქალაქ დულუიაში
მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად სულ ცოტა 7 პოლიციელი დაიღუპა.
ერაყის
ხელისუფლების თქმით ბომბი მაშინ აფეთქდა როდესაც ავტომობილს პოლიციელები
მიუიახლოვდნენ შემოწმების მიზნით.
სულ ცოტა
კიდევ ორი პოლიციელი დაიჭრა ბაღდადიდან 70 კილომეტრის დაშორებით მდებარე ამ
ქალაქში მომხდარი ინციდენტის შედეგად.
თავდასხმაზე
პასუხიმგებლობა ჯერ-ჯერობით არავის უკისრია.