ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

ბათუმი სუამის სამიტს მასპინძლობს

30/06/2008

აჭარა პირველად ხდება  სუამის სამიტის  მასპინძელი. ხვალ, 1 ივლისს ბათუმში საქართველოს,  უკრაინის ,აზერბაიჯანისა და მოლდოვას პირველი პირები ხვდებიან ერთმანეთს. სამიტზე დაგეგმილი იყო მოლდოვას პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლა, მაგრამ პრემიერის ნაცვლად სამიტის მუშაობაში მონაწილეობას  მოლდოვას შს მინისტრი მიიღებს .

სუამის ბოლო სამიტი ბაქოში გასული წლის 19 ივნისს გაიმართა. ბაქოში საქართველოს პრეზიდენტმა ვრცლად ისაუბრა ე.წ. სამხრეთ-ოსეთში მიმდინარე მოვლენებზე, ცხინვალის სეპარატისტულ ძალებზე.. მიხეილ სააკაშვილმა უპრეზედენტო უწოდა სეპარატისტული რეჟიმებისთვის გაფართოებული ავტონომიის შესთავაზებას და მოლაპარაკებებს, რომელიც გასული წლის ამ დროს დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან დიმიტრი სანაკოევთან მიმდინარეობდა.

საქართველოს პრეზიდენტმა სუამის გასული წლის სამიტზე იმედი გამოთქვა, რომ სუამი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში კიდევ უფრო დიდ როლს ითამაშებდა. მიხეილ სააკაშვილმა გასულ წელს სუამის წევრ-ქვეყნებს კონფლიქტების მოსაგვარებლად ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა.

ბათუმის სუამის სამიტის დაწყებამდე 1 დღით ადრე ჯერ არ ვფლობთ  სრულ ინფორმაციას სამიტის მუშაობის შესახებ. ექსპერტის, ირაკლი მენაღარიშვილის თქმით, სუამის წევრი-სახელმწიფოები  საქართველოს მხარდასაჭერად ყველა ტრიბუნას იყენებენ.

 

 

 


emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა
დიკ ჩეინიმ დაგმო რუსეთის მოქმედება საქართველოში

  სხვა ცნობები
აშშ ვიცე პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის ქმედებები
ირანში საპრეზიდენტო არჩევნების ვადა განისაზღვრა
ქარიშხალი აიკი მეოთხე კატეგორიის გრიგალად იქცა
ტაილანდის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის არმია გადატრიალებას არ გეგმავს
ისრაელი ფულად კომპენსაცია სთავაზობს პალესტინელებს
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმადასავლეთს ბრალი დასდო საქართველოს შეიარაღებისთვის
ეგვიპტეში კლდის ჩამოწოლის შედეგად სულ ცოტა 30 ადამიანი დაიღუპა
ქ-ნი ნინო ბურჯანაძე კარნეგის ფონდში წარმოთქვამს სიტყვას