ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

ტერაქტი ქაბულში

08/07/2008

პაკისტანმა  უარყო რაიმე კავშირი გუშინ ქაბულში განხორციელებულ ტერაქტთან, შეგახსენებთ რომ აფეთქებას ადგილი ჰქონდა ინოდეთის საელჩოს შორიახლოს. მალაიზიაში გამართულ პრესკონფერენციაზე პაკისტანის პრემიერ მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ განაცხადა რომ პაკისტანი სულაც არ არის დაინტერესებული იმაში რომ დესაბილიზაცია შეიტანოს ავღანეთში. ეს განცხადება მოსდევს დღეს ავღანეთში გამოქვეყნებულ ინფორმაციას რომლის თანახმად  ქაბულში გუშინ განხორციელებული ტერაქტის ორგანიზება შეუძლებელი იქნებოდა უცხოური სპეც-სამსახურების ხელისშეწყობის გარეშე. ადრე ავღანეთმა არაერთი განცხადება გააკეთა იმის თაობაზე რომ ავღანეთის ტერიტორიაზე განხორციელებული მთელი რიგი ტერატქების მიღმა პაკისტანის სპეც-სამსახურების აგენტები დგანან.

შეგახსენებთ რომ ორშაბათს მომხდარ აფეთქებას დაუზუსტებელი მონაცმებით ორმოცდაერთი კაცის სიცოცხლე შეეწირა, ასზე მეტი ადამიანი დაიჭრა. დღემდე არავინ იღებს პასუხისმგებლობას ამ ტერაქტისათვის. თეთრმა სახლმა ისევე როგორც ავღანეთის პრეზიდენტმა დაჰგმეს ეს ტერაქტი. გაერომ უშიშროების საბჭომ შეშფოთება გამოხატა იმ საშიშროების გამო რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებრიობას თალიბები და ალყაიდა უქმნიან.

 

 


 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა

  სხვა ცნობები
საქართველომ საჩივარი შეიტანა გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში
რუსეთია აგრესორი და აქედან გამომდინარე იგი ვერ იქნება მშვიდობისმყოფელი
1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარი შეიჭრა
კრემლი 500 ჯარისკაცს განალაგებს სამხრეთ ოსეთის გარშემო ბუფერულ ზონაში
ახალი ნაღმები ქართულ მიწაზე
ნატოს მინისტრების შეხვედრა
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია 
ჰუმანიტარული დახმარება საქართველოსთვის
პოლონეთში რაკეტსაწინაღო სისტემა განლაგდა
"ვაშინგტონი პოსტი": ინტერვიუ ედუარდ შევარდნაძესთან
საქართველო და უკრაინა ნატოს წევრობის კანდიდატებად რჩებიან
ქართული პერსპექტივა
საქართველო-რუსეთის კონფლიქტი კატასტროფიული აღმოჩნდა მშვიდობიანი მოსახლეობისათვის
მე ისვე განვიცდი საქართველოს ტკივილს როგორც ჩეჩნეთისას  Audio Clip Available
საერთაშორისო თანამეგობრობა ყველა ძალისხმევას იხმარს იმისათვის რომ რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია  Audio Clip Available
18 აგვისტოს ამერიკული პრესის მიმოხილვა   Audio Clip Available
17 აგვისტოს ამერიკული პრესის მიმოხილვა
გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ლტოლვილთა საკითხებში თბილისში ჩადის
ლავროვის განცხადებით, რუსეთს  საქართველოდან გასვლის კონკრეტული თარიღი არ გააჩნია
რეპორტაჟი თბილისიდან: გვესაუბრება კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი დავით აფრასიძე