ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

თბილისში კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა

09/07/2008

საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბული რჩება. ცხინვალის რეგიონში გუშინ საღამოს 4 რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია, მათ ცხინვალზე წრიული ხასიათის ფრენები განახორციელეს, 40 წუთის შემდეგ საქართველოს ტეროტორია დატოვეს.

გამთენიისას თავდასხმა მოხდა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ქართული პოლიციის საგუშაგოზე.

თბილისში დღეს  საათ-ნახევრის წინ აშშ სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა. წინასწარი ინფორმაციით კონდოლიზა რაისი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საქართველოს ნატოში ინტეგრაციისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფკიქტების მოგვარების საკითხებს განიხილავს.

რას უნდა ელოდოს საქართველოს აშშ სახელმწიფო მდივნის ვიზიტისგან ესოდენ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში? ექსპერტის, თორნიკე შარაშენიძის აზრით, რაისი  საქართველოს ხელისუფლებას თავშეკავებისკენ მოუწოდებს, ხოლო ჩვენს მეზობელ რუსეთს  დაანახებს, რომ საქართველო მარტო არ არის.

 

 

 


emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა

  სხვა ცნობები
საქართველომ საჩივარი შეიტანა გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოში
რუსეთია აგრესორი და აქედან გამომდინარე იგი ვერ იქნება მშვიდობისმყოფელი
1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარი შეიჭრა
კრემლი 500 ჯარისკაცს განალაგებს სამხრეთ ოსეთის გარშემო ბუფერულ ზონაში
ახალი ნაღმები ქართულ მიწაზე
ნატოს მინისტრების შეხვედრა
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილია 
ჰუმანიტარული დახმარება საქართველოსთვის
პოლონეთში რაკეტსაწინაღო სისტემა განლაგდა
"ვაშინგტონი პოსტი": ინტერვიუ ედუარდ შევარდნაძესთან
საქართველო და უკრაინა ნატოს წევრობის კანდიდატებად რჩებიან
ქართული პერსპექტივა
საქართველო-რუსეთის კონფლიქტი კატასტროფიული აღმოჩნდა მშვიდობიანი მოსახლეობისათვის
მე ისვე განვიცდი საქართველოს ტკივილს როგორც ჩეჩნეთისას  Audio Clip Available
საერთაშორისო თანამეგობრობა ყველა ძალისხმევას იხმარს იმისათვის რომ რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა დატოვონ საქართველოს ტერიტორია  Audio Clip Available
18 აგვისტოს ამერიკული პრესის მიმოხილვა   Audio Clip Available
17 აგვისტოს ამერიკული პრესის მიმოხილვა
გაეროს უმაღლესი წარმომადგენელი ლტოლვილთა საკითხებში თბილისში ჩადის
ლავროვის განცხადებით, რუსეთს  საქართველოდან გასვლის კონკრეტული თარიღი არ გააჩნია
რეპორტაჟი თბილისიდან: გვესაუბრება კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი დავით აფრასიძე