ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

კონდოლიზა რაისის ვიზიტი თბილისში

10/07/2008

დღეს დასრულდა აშშ სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში. კ.რაისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტთან რაისმა და მ.სააკაშვილმა განიხილეს რუსულ-ქართული ურთიერთობები, საქართველოს  ნატოში ინტეგრაციის და კონფლიქტებთან დაკავშირებული საკითხები.

 - რუსეთის  ზოგიერთი ქმედება ხელს არ უწყობს კონფლიქტების მოგვარებას!  - ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს!

 - ძალადობა არ უნდა იყოს არცერთი მხრიდან! უდანაშაულო ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ!

 -საქართველომ უნდა განავითაროს ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ კონტაქტი უნდა ჰქონდეს აფხაზებთან!

- აფხაზებმა და ქართველებმა ერთმანეთს პირდაპირ უნდა ელაპარაკონ!  - აფხაზებს უფლება აქვთ იცოდნენ, რა მომავალი ექნებათ საქართველოში! - ასეთი განცხადებები გააკეთა კ.რაისმა საქართველოს პრეზიდენტის ახალ რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე. თუმცა დასაწყისში მასპინძლებს დიდი მადლობა გადაუხადა შესანიშნავი მიღებისთვის, არ დამალა აღფრთოვანება თბილისით, მისი ხედებით და მერწმუნეთ, აბსოლუტურად გულრწფელად თქვა, რომ არსად მსოფლიოში არ სმენის ჯაზის ისეთი შესრულება, როგორც გუშინ რესტორან კოპალაში მოისმინი, მისივე თქმით პატარა ქართველი ბიჭის მიერ შესრულებული..

უშიშროების საბჭოს მდივნის, კახა ლომაიას კომენტარის თანახმად, ქართულ მხარეს დიდი იმედი აქვს აშშ მხარდაჭერისა  კონფლიქტურ რეგიონებში რუსი სამშვიდობოების საერთაშორისო საპოლიციო ძალებით ჩანაცვლების საკითხში. რაც რუსეთთნა ურთიერთობებს ეხება, მ.სააკაშვილი მოსკოვს სოჭის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად ერთობლივი კომიტეტის შექმნას სთავაზობს, რომელიც უსაფრთხო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. - გაგრა არის 5 კილომეტრში ოლიმპიური ცენტრიდან ! განაცხად საქართველოს პრეზიდენტმა.

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის კონდოლიზა რაისის განცხადებით რუსეთი არ ასრულებს საქართველოსთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს

  სხვა ცნობები
ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მორიგი მოლაპარაკება გაიმართა პეკინში
აშშ ვიცე პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის ქმედებები
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმადასავლეთს ბრალი დასდო საქართველოს შეიარაღებისთვის
დევნილის ისტორია
თურქეთის პრეზიდენტი  აბდულა გიული სომხეთში ჩავიდა 
ქ-ნი ნინო ბურჯანაძე კარნეგის ფონდში წარმოთქვამს სიტყვას
ინტერვიუ პოლ ჰენზისთან
მოსკოვი პოლონეთის საზღვართან ახალ უზუსტეს შეაიარაღებას განალაგებს
ბუნებრივშ აირის თურქმენეთიდან პირდაპირ ევროპაში მიწოდების გეგმა კვლავ ძალაში რჩება
ფხენიანი ბირთვული ატომური სადგურის აღდგენას აპირებს
დღეს შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის ყრილობის შემაჯამებელი დღეა
ამერიკის ძალები ბაღდადიდან მომავალი წლის ივლისისათვის შეიძლება გაიყვანონ.
თბილისში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ საქართველოსადმი ვაშინგტონის ურყევ მხარდაჭერა გამოხატა
ამერიკამ საქართველოს 1 მილიარდი დოლარი გამოუყო
ევრო პარლამენტმა რუსეთს მიმართა შეასრულოს ყველა მოთხოვნა
ელჩის კურტ ვოლკერის ინტერვიუ გაზეთ “ფაინანშლ თაიმსში”
პაკისტანის პრემიერ მინისტრის იუსაფ რეზა გილანის ავტოკოლონას ცეცხლი გაუხსნეს.
ეკონომიკური პროგნოზები
მოსკოვი ევროკავშირს აკრიტიკებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში ჩავიდა
რა რეალობების წინაშე დგას საქართველო?
რესპუბლიკური პარტიის ყრილობა
ქარიშხალი გუსტავი
ერთიaნობის ჯაჭვი