ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

17 აგვისტოს ამერიკული პრესის მიმოხილვა


17/08/2008

გაზეთ “ნიუ იორკ თამსის” დღევანდელი სტატია იტყობინება, რომ მიუხედავად რუსეთის მიერ ხელმოწერილი საზავო შეთანხმებისა, მოსკოვს ჯარები არ გაჰყავს საქართველოს ტერიტორიიდან. გაზეთი “ვაშინგტონ პოსტი” კონფლიქტისა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესახებ უყვება მკითხველს, თუმცა ამის შემდეგ უფრო დეტალურად ახასიათებს კონფლიქტის დაწების მიზეზებს, მისი ჟურნალისტების აზრით.

 აქ ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ კრემლი ჯერჯერობით უარს ამბობს ჯარების გაყვანაზე საქართველოს ტერიტორიიდან. რუსი ოფიციალური პირების განცხადებით, წერს გაზეთი, შეთანხმება არ კრძალავს სამშვიდობო ჯარების ყოფნას საქართველოში და ასევე იმას, რომ ეს ჯარები იმდენ ხანს დარჩებიან იქ, რამდენიც საჭირო იქნება. აქვე რუსეთის მთავრობა უარს აცხადებს ამ ეტაპზევე განსაზღვროს თუ რას გულისხმობს ეს აუცილებლობა. “ვაშინგტონ პოსტში” გამოთქმულია მოსაზრება, რომ შესაძლოა კონფლიქტის მხარეები შეთანხმების ტერმინოლოგიასაც არ ეთანხმებიან.

 “ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტის აზრით ქართველი ლიდერები ომს წამოეგნენ რუსული ანტაგონიზმის გამო, თუმცა ამ დროს საქართველოს მოკავშირეები სხვაგვარ რეკომენდაციას აკეთებდნენ.

 “ლოს ანჟელეს თაიმსის” დღევანდელ ნომერში საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის განვითარება დეტალურად არის აღწერილი.  ბოლო 10 დღის განმავლობაში მოვლენათა განვითარების მიუხედავად, “ლოს ანჯელეს თაიმსი” იტყობინება, რომ რუსეთი ომის დაწყებაზე სულ ცოტა ბოლო სამი წელია ფიქრობდა და რომ ჩანაფიქრს აქტიურად ახორციელებდა ამა წლის აპრილის შემდეგ.  “ლოს ანჯელეს თაიმსი”, ამასთან, აცხადებს, რომ საქართველოსაც მიუძღვის თავისი წილი და პასუხისმგებლობა ამ ომისთვის, განსაკუთრებით მაშინ როცა თბილისმა გამარჯვების დაიჯერა.  

 ამ ფონზე, “ნიუ იორკ თაიმსის” სტაიტაში ავტორები სულაც არ გამორიცხავენ იმ შესაძლებლობას, რომ რუსეთის დაუფარავი ამბიციების შემდეგ რაც საქართველოში გამოიხატა, შემდეგი სამიზნე უკრაინა შეიძლება გახდეს.

 გაზეთი “ბოსტონ ჰერალდი” იმოწმებს რუსი გენერალის ანატოლი ნეგოვიცინის უკვე ყველასთვის ცნობილ განცხადებას, სადაც იგი პოლონეთს ემუქრება: “იმით რომ პოლონეთი ამერიკას დათანხდა რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგებაზე, ამით იგი 100 პროცენტით გახდა რუსეთის სარაკეტო დარტყმის შემდეგი სამიზნე.”

 გაზეთი “ბალტიმორ სანი” წერს: “რუსეთის თავდასხმამ საქართველოზე ბევრ დემოკრატიულ ქვეყანას აღმოსავლეთ ევროპაში, შიში ჩაუსახა. ისინი დაფიქრდნენ იმაზე, რომ რუსეთი მართლაც არაფრის დიდებით არ შეიკავებს თავს დაპყრობაზე.  ამ დროს ეს ქვეყნები დასავლეთთან და ამერიკასთან პარტნიორობის გამყარებას ცდილობენ.

 პრაღაში, სადაც მომავალ ოთხშაბათს საბჭოთა ოკუპაციიდან მე40 წლისთავს აღნიშნავენ, ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მარეკ ტოპოლანეკმა გამოთქვა აზრი, , რომ ისტორია მეორდება. ჩეხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ რუსული ტანკები სქართველოს ქალაქებში სწორედ 1968 წლის ანექსიის გამეორებაა.

 

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა
მუსიკოსი, კინო-ოპერატორი და მხატვარი დათო შუშანია  Audio Clip Available

  სხვა ცნობები
აშშ-ის ეკონომიკის გადარჩენის გეგმის დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის
ტიბეტი ჩინეთთან მოლაპარაკებას მართავს
აშშ-ს საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლეს ტერორისტი რაშიფ რაუფი
ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის სასამართლო პროცესს მედია ვერ დაესწრება
თავისუფალი ვაჭრობა - ეკონომიკური წინსვლის გზა
ბარაკ ობამას გარდამავალი კაბინეტი მზადებაშია
მუგაბე არ თანამშრომლობს ჰუმანიტარულ ჯგუფებთან
ბარაკ ობამა  ჰილარი ქლინტონს სახელმწიფო მდივნის პოსტზე დაასახელებს
ლონდონის სასამართლომ მადონას და მის მეუღლეს გაი რიჩის განქორწინების მოწმობა გადასცა
2025 წლისთვის ჩინეთი და ინდოეთი მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოებად მოგვევლიანებიან
ამერიკა მოდიფიცირებას უხდენს მოქმედების სტრატეგიას ავღანეთში
დღეს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის პრეზიდენტი ანგოლის პრეზიდენტს შეხვდება.
დღეს აზიის საფონდო ბირჟების დახურვის შემდეგ აღინიშნა აქციების ფასების ზრდა
რუსეთის დუმამ  პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა  4 დან 6 წლამდე გაზარდა
დღეს ევროპისა და აზიის ბირჟებზე მაჩვენებლების დაცემა აღინიშნებოდა
ერაყი  ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მოქმედების ვადას გააგრძელებს