VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

31 ოქტომბერი 2009 

დღეს ამერიკის ხმაში:

ახალი ამბები 45 ენაზე
პეკინში ჩინეთის კოსმოსური პროგრამის ფუძემდებელი დაიღუპა

31/10/2009

abcpool qian 22march 150.jpg
    ჩინელი მეცნიერი ქიან ხუესენ, რომლიც ჩინეთის კოსმოსური ტექნოლოგიების ფუძემდებლად იყო მიჩნეული, 98 წლის ასაკში პაკინში გარდაიცვალა.

    ქიანმა, რომელიც ასევე ცნობილია სახელით ცენ სუ შენი, ქვეყნის პირველი სარაკეტო კვლევითი ინსტიტუტი შექმნა. ინსტიტუტმა საფუძველი ჩაუყარა ჩინეთის კოსმოსურ პროგრამას.

    მას შემდეგ, რაც ქიანმა შანჰაიში ჯიაო ტონგის უნივერსიტეტი დაამთავრა, 34 წლის ასაკში შეერთებულ შტატებში ჩამოვიდა განათლების გასაგრძელებლად და გამოთვლითი მეცნიერებებისა და ავიაციის მიმართულებით მასაჩუსეთსისა და კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტები დაამთავრა.

    ის ჩინეთში 1955 წელს დაბრუნდა და სამი წლის შემდეგ კომუნისტური პარტიის წერვრი გახდა. პარტიაში შესვლიდან რამდენიმე ხანში მას ქვეყნის ბალისტიკური იარაღის პროგრამის ხელმძღვანელობა ჩააბარეს.  1964 წელს ქიანმა ჩინეთის ატომური იარაღის შემუშავება დაამთავრა.

 

 


კომენტარები:

Be the first to submit a comment.
 
გამოგვიგზავნეთ თქვენი კომენტარები

Submit your comments about this article so we can post them on our website. Note: We will not publish your E-mail address.












 
ამ ფორმის გამოყენებით, თანხმობას აცხადებთ შემდეგზე: გამოქვეყნებამდე ადრე, ყველა კომენტარს გადახედავს ამერიკის ხმა.  გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია არ გამოქვეყნდეს ყველა კომენტარი.  ამერიკის ხმა იტოვებს უფლებას გამოიყენოს თქვენი კომენტარი ნებისმიერ საკუთარ მედია პროდუქტში.
E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
Comment on This Article გააკეთეთ კომენტარი
  მთავარი თემა

  სხვა ცნობები