VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

31 ოქტომბერი 2009 

დღეს ამერიკის ხმაში:

ახალი ამბები 45 ენაზე
ამერიკაში ერთიანი შიდა პროდუქტის ზრდა აღინიშნება

31/10/2009

GDP growth banner
   მას შემდეგ, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკა შეუჩერებლივ მცირდებოდა, ახლა შეერთებულ შტატებში ეკონომიკის ზრდა აღინიშნება. ეს ნაწილობრივ უძრავი ქონების ბაზრის გაფართოებამ და მთავრობის იმ პროგრამის პოპულარობამ განაპირობა, რომელიც ნახმარი ავტომობილის სანაცვლოდ შეღავათიან ფასში ახლის გამოყვანას ხდის სესაძლებელს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ერთიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის სამ ნახევარი პროცენტით ზრდა სპეციალისტების მიერ გაკეთებულ პროგნოზებსაც კი აღემატება, ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო ციფრები:

  „ყველაფერი უფრო ნათლად მაშინ გამოიხატება, როდესაც რამდენიმე თვეში უფრო სანდო მონაცემებს მოვიპოვებთ. ეს ადრეული შეფასება საზოგადოებისა და ბაზრისთვის ამერიკის ეკონომიკის მდგომარეობის შესახებ წინასწარი სანდო ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს“. ამბობს შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტის ანალიტიკური განყოფილების ხელმძღვანელი სტივენ ლენდეფილდი.

    უოლ სტრიტზე კი მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ამერიკის ეკონომიკის გაუმჯობესების პროცესი ნამდვილად დაიწყო. თუმცა მრავალი რიგითი ამერიკელისთვის აქ სანუგეშო არაფერია. „ეი ბი სის“ ახალი ამბების სააგენტოსა და გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა ოთხმოცდაორი პროცენტი დარწმუნებულია იმაში, რომ ქვეყანა რეცესიიდან ჯერ არ გამოსულა:

    ამერიკელებს ჯერ კიდევ საკმაოდ აღელვებთ ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობა. იმ დროს, როდესაც ეკონომისტები აცხადებენ, რომ გაუმჯობესება სახეზეა, ამერიკელთა უმრავლესობა ამას ვერ გრძნობს. ასეთი გაუმჯობესების შეგრძნობას ალბათ საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება“. გვეუბნება გამოკითხვის ხელმძღვანელი გერი ლენჯერი.

   პრეზიდენტი ბარაკ ობამა აღიარებს ამას და ამბობს, რომ მიუხედავად ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მატებისა, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება:

   „მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემები რეალურ პროგრესს ასახავს, ჩვენი ეკონომიკის სიძლიერეს მე მხოლოდ ერთიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლის ზრდით არ განვსაზღვრავ, არამედ იმით იქმნება თუ არა ახალი სამუშაო ადგილები, რამდენად უადვილდებათ ოჯახებს გადასახადების გადახდა და ჩვენი ბიზნესები ქირაობენ თუ არა ახალ მუშახელს“. აღნიშნა პრეზიდენტმა.

   ბევრი ეკონომისტი იმასაც შიშობს, რომ მომავალ წელს ეკონომიკის ზრდა შეიძლება შენელდეს, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ შვიდას ოთხმოცდაშვიდ მილიარდიანი სასტიმულო პაკეტი იწურება:

   „მომხმარებელი მაღაზიებს მაშინ უბრუნდება, როდესაც სამუშაო ადგილები ბრუნდება. ეს კი ჩემის აზრით მომავალი წლის მეორე ან მესამე კვარტალში მოხდება. რიგითი მოქალაქე სწორედ მაშინ შეიგრძნობს იმას, რომ ეკონომიკა იზრდება“. თვლის ეკონომისტი ჯონ სილვა.

    ბევრი სპეციალისტის აზრით, სამუშაო ადგილების შექმნის პროცესის დაწყება, რაც სხვა ეკონომიკურ ინდიკატორებთან შედარებით ყველაზე გვიან იწყება, ფართომასშტაბიანი ეკონომიკური ზრდის ნამდვილი მაჩვენებელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის კომპენსაციის მიღების მსურველთა რაოდენობა მცირდება, ეკონომისტები წინასწარმეტყველებენ, რომ უმუშევრობა თითქმის ათ პროცენტამდე გაიზრდება.

 

 

 

 

 

 

 

 


კომენტარები:

Be the first to submit a comment.
 
გამოგვიგზავნეთ თქვენი კომენტარები

Submit your comments about this article so we can post them on our website. Note: We will not publish your E-mail address.












 
ამ ფორმის გამოყენებით, თანხმობას აცხადებთ შემდეგზე: გამოქვეყნებამდე ადრე, ყველა კომენტარს გადახედავს ამერიკის ხმა.  გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია არ გამოქვეყნდეს ყველა კომენტარი.  ამერიკის ხმა იტოვებს უფლებას გამოიყენოს თქვენი კომენტარი ნებისმიერ საკუთარ მედია პროდუქტში.
E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
Comment on This Article გააკეთეთ კომენტარი
  მთავარი თემა

  სხვა ცნობები
მოსკოვის მერი აფხაზეთში უძრავ ქონებას ყიდულობს
რუსეთში სატრანსპორტო გადასახადების გაორმაგების შესახებ კანონი მიიღეს
ობამა მალე გამოაცხადებს მის ახალ სტრატეგიას ავღანეთში
გაერო ირანის მიმართ ახალ რეზოლუციას ამზადებს
შეიარაღების დარგში ამერიკისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
საქართველო უცხოელის თვალით- რესპონდენტი ამერიკელი პედაგოგი სტეფანი ჩაჩხიანი
ინდოეთის პრემიერ მინისტრი სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ს მასპინძლობს
ძალადობის მორიგმა აქტმა  ავღანეთში  სამოქალაქო და სამხედრო პირები იმსხვერპლა
აფხაზეთის მკვიდრი  რუსმა სამართალდამცველებმა ცემით მოკლეს
ნატოს პოზიცია უცვლელია
შიდსისგან მსოფილოში 25 მილიონი ადამიანია გარდაცვლილი
ბრიტანეთი ერაყის ომის გარშემო გამოკითხვებს იწყებს
ანტი-მუსულმანური აგიტაცია აშშ-ში
ისრაელს სამი საჰაერო შეტევის შესრულება დაჭირდა
მუმბაიში ცნობილი ტერორისტული თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა
თეირანი 100 პროცენტიან გარანტიას ითხოვს
შეერთებული შტატების ეკონომიკა  მცირე მაჩვენებლით გაიზარდა
აზერბაიჯანში გაასამართლეს ორი ოპოზიციონერი ინტერნეტ აქტივისტი
აღიარებს თუ არა მინსკი საქართველოს კონფლიქტური ზონების დამოუკიდებლობას? - ინტერვიუ პოლიტოლოგ იგორ კვესელავასთან