გაეროსა და მსოფლიოს
ქვეყნების ჯანდაცვის ორგანიზაციების ინიციატივით დღევანდელი დღე პირველად აღინიშნება
როგორც მსოფლიო პნევმონიის დღე. ამ ინიციატივის მიზანია პნევმონიის საწინააღმდეგო გლობალური
პროგრამის შემუშავება, რომლის მიზანია 2015 წლისათვის ხუთ მილიონზე მეტი ბავშვის სიცოცხლის
გადარჩენა.
მსოფლიო ჯანდაცვის
ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ცნობით, ამჟამად პნევმონიას ყოველ ხუთ წამს
ეწირება ბავშვის სიცოცხლე. ეს მაჩვენებელი ნამდვილად შემზარავია, თუ გავითვალისწინებთ
იმას, რომ პნევმონიისგან დაღუპულთა რიცხვი აღემატება წითურის, მალარიისა და შიდსისგან
დაღუპულთა რიცხვს. პნევმონიისგან დაღუპულ ბავშვთა უმეტესობა ანუ 98 პროცენტი სამხრეთ
აზიასა და აფრიკის საჰარის რეგიონშია.
გაეროს სააგენტოებისა
და თითქმის 100 გლობალური ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით პნევმონიის თავიდან აცილება
და მკურნალობა შედარებით ადვილია, მაგრამ სამწუხაროდ ამ დაავადებას ნაკლები ყურადღება
ეთმობა.
Submit your comments about this article so we can post them on our website. Note: We will not publish your E-mail address.
ამ ფორმის გამოყენებით, თანხმობას აცხადებთ შემდეგზე: გამოქვეყნებამდე ადრე, ყველა კომენტარს გადახედავს ამერიკის ხმა. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია არ გამოქვეყნდეს ყველა კომენტარი. ამერიკის ხმა იტოვებს უფლებას გამოიყენოს თქვენი კომენტარი ნებისმიერ საკუთარ მედია პროდუქტში.