VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

05 ნოემბერი 2009 

დღეს ამერიკის ხმაში:

ახალი ამბები 45 ენაზე
საქართველო და მსოფლიო- რესპონდენტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი პაატა იმნაძე

05/11/2009

Some Afghans blame foreigners traveling to their country for at least two confirmed H1N1 deaths
ბატონმა პაატამ ინტერვიუში ისაუბრა H1N1 სახელით ცნობილი ე.წ. ღორის გრიპის პანდემიის შესახებ. ვირუსი მსოფლიოში მძვინვარებს. ბოლო დროს ამ ვირუსმა იკრაინაში მოიკიდა ფეხი და უკრაინელების შეშფოთება გამოიწვია. ბატონმა პაატამ ვირუსის პრევენციულ ზომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ხელების ხშირი დაბანა, ორგანიზმის გაკაჟება, ვიტამინების მიღება და იმუნიტეტის გაძლიერება. მისი თქმით საქართველოში ვაქცინა ჯერ არ არის შემოსული, თუმც ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე განაცხადა ამის თაობაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში. ბატონმა პაატამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვირუსი ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე სეზონური გრიპის ვირუსის მსგავსად ჰაერ-წვეთოვანი გზით: ხველებით, ცემინებით, დაინფიცირებული საგანთან შენახები ხელის პირთან ან ცხვირთან კონტაქტით. ხველებისა და ცემინების დროს ვირუსის შემცველი წვეთები ჰაერში ვრცელდება და ამგვარად შესაძლებელია მოხდეს სხვა ადამიანის ინფიცირება ან სხვადასხვა საგნებისა და ზედაპირების ვირუსით დაბინძურება. გარდა ამისა, საგნები ინფიცირებულად შეიძლება ჩავთვალოთ, თუ იგი კოტაქტში იყო დასნებოვნებულის თვალთან, ცხვირთან ან პირთან.გრიპის სიმპტომები ადამიანში ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის ინფექციისა. დაავადების ნიშნებია: თავის ტკივილი, სხეულში მტვრევის შეგრძნება, კანკალი, სისველე ცხვირში, ყელის ტკივილი, ხველა, ცხელება, ორგანიზმის დასუსტება. მთავარი ანტივირუსული სამკურნალო პრეპარატებია: ნეირამინიდაზას ზოგადი ინჰიბიტორები ტამიფლუ(ოსელტამივირი) და რელენზა(ზანამავირი). სადეზინფექციო საშუალებებია:

  • 70% ეთილის სპირტი
  • 5% ლიზოლი

 


E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
  მთავარი თემა

  სხვა ცნობები
ერაყში შეიძლება დაყოვნდეს არჩევნები
ისრაელი აცხადებს, რომ ჰამასთან ჯერ ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ტყვეთა გაცვლაზე
ფილიპინებში  21 ადამიანის ცხედარი იპოვეს
ირანისა და ბრაზილიის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ
რუმინეთში სავარაუდოდ განმეორებითი არჩევნები ჩატარდება
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი შეერთებულ შტატებშია
დღეს ამერიკელი ავსტონავტები ღია კოსმოსში გასასვლელად ემზადებიან
გატაცებული ისრაელელი ჯარისკაცის მშობლები მის გამოსახსნელად მოლაპარაკებას აწარმოებენ
ამერიკა ავღანეთში დამატებითი  ჯარების გაგზავნას აგვიანებს
ავღანეთში ტერაქტების შედეგად 4 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა
ირანი საჰაერო წვრთნებს იწყებს
დებატები სენატში
დაპირისპირება ერაყის პარლამენტში
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩვნები ტარდება
ღაზას  სექტორზე საჰაერო იერიშები განხორციელდა
ხანძარი ავსტრალიაში
მეკობრეებმა  ბერძნული სატვირთო გემი გაიტაცეს
ნიკარაგუას ქუჩებში დღეს ათასობით ადამიანი გამოვიდა
საზღვარგარეთ სწავლის მსურველები  Audio Clip Available
როდ სტიუარტის ახალი ალბომი  Audio Clip Available