VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

05 ნოემბერი 2009 

დღეს ამერიკის ხმაში:

ახალი ამბები 45 ენაზე
უკრაინაში ღორის გრიპისგან ოთხმოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა

05/11/2009

 
Ukraine's President Viktor Yushchenko
უკრაინის პრეზიდენტი     ქვეყნის მთავრობას ღორის გრიპის ეპიდემიის უგულვებელყოფაში სდებს ბრალს. ვიქტორ იუშჩენკომ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს მთავრობას ეპიდემიასადმი დანაშაულებრივი გულგრილობით მიდგომაში დასდო ბრალი. აღსანიშნავია, რომ გრიპს უკრაინაში უკვე ოთხმოცზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პრეზიდენტის თქმით, მან უკრაინის გენერალურ პროკურორს იმის გამოძიება დაავალა თუ რატომ მოაწყეს ტიმოშენკომ და მისმა მომხრეებმა გასულ თვეს კიევში ფართომსაშტაბიანი დემონსტრაცია, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ექსპერტები მათ აფრთხილებდნენ, რომ ღორის გრიპის ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით  ხალხმრავალი ღონისძიების მოწყობისგან თავი შეეკავებინათ. იუშჩენკოს თქმით, მთავრობის წარმომადგენლებმა ხალხის კეთილდღეობა პოლიტიკურ მიზნებს შეწირეს. თანაც მისი თქმით: -ახლა როდესაც ეპიდემია უკვე მოედო ქვეყანას, მთავრობა შესაბამის ზომებს არ მიმართავს.

 


E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
  მთავარი თემა

  სხვა ცნობები
აღიარებს თუ არა მინსკი საქართველოს კონფლიქტური ზონების დამოუკიდებლობას? - ინტერვიუ პოლიტოლოგ იგორ კვესელავასთან
ერაყში შეიძლება დაყოვნდეს არჩევნები
ისრაელი აცხადებს, რომ ჰამასთან ჯერ ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ტყვეთა გაცვლაზე
ფილიპინებში  21 ადამიანის ცხედარი იპოვეს
ირანისა და ბრაზილიის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ
რუმინეთში სავარაუდოდ განმეორებითი არჩევნები ჩატარდება
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი შეერთებულ შტატებშია
დღეს ამერიკელი ავსტონავტები ღია კოსმოსში გასასვლელად ემზადებიან
გატაცებული ისრაელელი ჯარისკაცის მშობლები მის გამოსახსნელად მოლაპარაკებას აწარმოებენ
ამერიკა ავღანეთში დამატებითი  ჯარების გაგზავნას აგვიანებს
ავღანეთში ტერაქტების შედეგად 4 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა
ირანი საჰაერო წვრთნებს იწყებს
დებატები სენატში
დაპირისპირება ერაყის პარლამენტში