VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

06 ნოემბერი 2009 

დღეს ამერიკის ხმაში:

ახალი ამბები 45 ენაზე
ამერიკის კულინარიაში დაწესებული ჯილდო "ვენდი"


06/11/2009
    
New York City
 
  ჩვეულებრივი ამბავია,როცა ნიუ-იორკის კარგ რესტორანზე გაზეთშისტატიას დაწერენ ან მას ცნობილი შემფასებელი კომპანია „მიჩელინი და ზაგატი“ პატივს დადებს და დადებითად შეაფასებს. მაგრამ მსგავსი სახის აღიარება ჯერ არც ერთ ქუჩის მზარეულს არ წვევია.


   ამ რამდენიმე წლის წინ ქუჩის კულინარიაში დაწესებულმა ჯილდო „ვენდიმ“ ყველაფერი შეცვალა დანიუ იორკის ყველა გამყიდველი დღეს ამ ჯილდოსთვის იბრძვის. არსებობიდან მეხუთე წელს „ვენდი“ ქუჩის საუკეთესო მზარეულს აჯილდოებს. ნომინაციაში მოძველებული ჰოთ-დოგი და ფუნთუშა არ ხვდება, საუბარია  მსოფლიოს ეთნიკურ სამზარეულოზე, რომელიც ნიუ იორკის ქუჩებში იყრის თავს.


   წლევანდელი ნომინაციები ასე გადანაწილდა: ძმები მარტინესები ქუჩის დახლზე მოთავსებული საუკეთესო მექსიკური საზარეულოსათვის. ყველაზე გემრიელი დესერტისთვის ბელგიური ვაშლების მცხობელი დაჯილდოვდა, ხალხის რჩეული კი უკვე მეორე წელია ქუჩის მზარეულია ბანგლადეშიდან. „ჩემი კერძები ყველაზე კარგად იყიდება, ტიპიური ინდური სამზარეულოა, ძირითადად ქათმითა და ბევრი სუნელით“ 


  „უგემრიელესია, ბევრ კომფორტულ, ინდურ რესტორანს კონკურენციას უწევს,გირჩევთ გასინჯოთ ხმობს ხორცი თეთრი სოუსით “-ამბობს ერთ-ერთი კლიენტი.

რამდენიმე უბნის მოშორებით შეგიძლიათ ცხარე კერძებიდან დესერტზეგადახვიდეთ. საუკეთესო დესერტის ნომინაციაში-ბელგიური ვაფლს დააგემოვნებთ. მთავარი კულინარი ამბობს, რომ მთელი ცხოვრება საკუთარ ბიზნესზე ოცნებობდა. წარმოშობით ბელგიელი ბატონი დეჯესტის თქმით,ორიგინალურ რეცეპთან ერთად მან პატარა ბელგია ნიუ იორკში ჩამოიტანა.

„ნიუ იორკში ხალხი ძალიან დაკავებულია, მიხარია თუ მათ ცოტა ხნით ტკბილ ბავშვობაში ვაბრუნებ და ვამხიარულებ.“-ამბობს კულინარი. 

ვენდის დაჯილდოვება ქუჩის სამზარეულოს პოპულარიზაციაზე მეტს ნიშნავს. პროექტი „ვენდი“გამყიდველთა უფლებებს იცავს, რომლებიც მთელი ნიუ-იორკის მასშტაბით 5 000 მდე სავაჭრო ეტლს ფლობენ.

 

   ქუჩის კულინართა უმრავლესობის მთავარი ოცნება საკუთარი რესტორნის გახსნაა, თუმცა მიმდინარე ეკონომიკური პროცესებიდან და სწრაფი კვების მსურველთა რაოდენობრივი ზრდიდანგამომდინარე,ჩანს რომ ოთხ ბორბლიანი მოძრავი ეტლი-სამზარეულოები კიდევ დიდხანს დარჩება ნიუ-იორკის ქუჩებში.

 

 

 

 

 

 

 

 


 


კომენტარები:

Be the first to submit a comment.
 
გამოგვიგზავნეთ თქვენი კომენტარები

Submit your comments about this article so we can post them on our website. Note: We will not publish your E-mail address.












 
ამ ფორმის გამოყენებით, თანხმობას აცხადებთ შემდეგზე: გამოქვეყნებამდე ადრე, ყველა კომენტარს გადახედავს ამერიკის ხმა.  გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია არ გამოქვეყნდეს ყველა კომენტარი.  ამერიკის ხმა იტოვებს უფლებას გამოიყენოს თქვენი კომენტარი ნებისმიერ საკუთარ მედია პროდუქტში.
Download ნიუ იორკის კულინარიული ფესტივალი
გადმოტვირთეთ: 
Listen to This Report ნიუ იორკის კულინარიული ფესტივალი
მოუსმინეთ:
E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
Comment on This Article გააკეთეთ კომენტარი
  მთავარი თემა

  სხვა ცნობები
ინტერვიუ საქართველოში მცხოვრებ ოსთა საზოგადოების „ვსმარონის“ თავმჯდომარესთან ვაჟა ქარქუსაშვილთან
ახალგაზრდული პატრიოტული ბანაკები
მოსკოვის მერი აფხაზეთში უძრავ ქონებას ყიდულობს
რუსეთში სატრანსპორტო გადასახადების გაორმაგების შესახებ კანონი მიიღეს
საქართველო ნატოს წევრი გახდება  Audio Clip Available
მწვანე ბარათის მოგების შანსები
ინდოეთის პრემიერ მინისტრი განაგრძობს ვიზიტს აშშ-ში
ავღანეთის სამომავლო სტრატეგიაზე ობამა განცხადებას გააკეთებს
შეიარაღების დარგში ამერიკისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
ამერიკა-რუსეთს შორის შეიარაღებაზე ხელშეკრულების მზადების  ბოლო რაუნდი მიმდინარეობს
ანკარაში ისრაელის ვაჭრობის მინისტრი ბენ ელიეზერი ჩავიდა
ობამა მალე გამოაცხადებს მის ახალ სტრატეგიას ავღანეთში
გაერო ირანის მიმართ ახალ რეზოლუციას ამზადებს
საქართველო უცხოელის თვალით- რესპონდენტი ამერიკელი პედაგოგი სტეფანი ჩაჩხიანი