VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

08 ნოემბერი 2009 

დღეს ამერიკის ხმაში:

ახალი ამბები 45 ენაზე
უმუშევრობის მაჩვენებელი 10.2 პროცენტამდე გაიზარდა


08/11/2009

      

America, USA, promo
 
შეერთებულ შტატებში უმუშევრობის მაჩვენებელი 10.2 პროცენტამდე გაიზარდა. შრომის დეპარტამენტის განცხადებით, ოქტომბერში დამსაქმებლებმა 190 ათასი ადამიანი შეამცირეს. მიუხედავად იმისა, რომ იანვრის შემდეგ უმუშევრობის მაჩვენებელი ყოველთვიურად მცირდება, ოქტომბრის მაჩვენებელი მაინც იმაზე მაღალია, ვიდრე ეკონომისტები ვარაუდობდნენ. ამერიკის ეკონომიკა მესამე კვარტალში გაიზარდა, მაგრამ 16 მილიონი ამერიკელი ჯერ ისევ ვერ შოულობს სამსახურს.

შრომის დეპარტამენტის სტატისტიკის განყოფილების წარმომადგენლის, კით ჰოლის თქმით, 1983 წლის შემდეგ ამერიკაში დაუსაქმებლობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი მიმდინარე პერიოდშია. „რეცესიის დაწყების შემდეგ 7.3 მილიონი სამუშაო ადგილი დაიკარგა.  ეს რიცხვი 5.3 პროცენტია სტაბილური სრულ განაკვეთიანი სამსახურებისა დარეცესია კი უკვე 22 თვეა გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე რეცესიაც და სამუშაო ადგილების დაკარგვაც სიდიდით მეორე კრიზისია ამერიკის ისტორიაში,“ განაცხადა ბატონმა ჰოლმა. ეკონომიკური სირთულეების უკეთესი დემონსტრირებისთვის საკმარისია იმის თქმა, რომ ისეთი ამერიკელების რაოდენობა, რომლებიც ექვს თვეზე მეტია უმუშევრები არიან, 5.6 მილიონია, ეს კი თავის მხრივ ახალი რეკორდია. გრძელვადიანი უმუშევრობის შედგების შესამსუბუქებლად, პრეზიდენტმა ობამამ პარასკევს კანონპროექტს მოაწერა ხელი, რომლითაც უმუშევრობის შემთხვევაში სახელმწიფო დახმარების გაცემას დამატებით 14 კვირით გაუგრძელებს უმუშევარ ადამიანებს. „ასეთი ზომის მიღების საჭოროება ცხადი გახდა უმუშევრობის შესახებ დღეს მიღებულ ანგარიშზე დაყრდნობით. მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბერში გასულ თვეებთან შედარებით სამუშაო ადგილების შემცირება შენელებულია, 10 პროცენტიანი უმუშევრობის მაჩვენებელი მაინც შემაშფოთებელია და სამომავლო ეკონომიკურ სირთულეებზე მიუთითებს,“ თქვა პრეზიდენტმა ობამამ.  

  კაპიტოლიუმის ბორცვზე კი ბრალის გადაბარების თამაში ისევ გრძელდება. რესპუბლიკელი კონგრესმენი კევინ  ბრადი ამბობს: „ამ ადმინისტრაციამ ხალხს ნდობა დაკარგინა თავისი მასტიმულირებელი პაკეტების მიმართ და 10 პროცენტიანი უმუშევრობა კიდევ ერთი დასტურია ამისა.“ თუმცა ეკონომისტების თქმით, მასტიმულირებელმა პაკეტებმა ამერიკის ეკონომიკა უფრო მკვეთრ კვაცას გადაარჩინა. დემოკრატი კონგრესმენი ემი კლობუჩარი აცხადებს:  „საქმე იმაში კი არაა რომ ეს რესპუბლიკელებს ან დემოკრატებს ან კიდევ პრეზიდენტს დააბრალო. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ წინ გადავდგათ ნაბიჯები.“ ეკონომისტების თქმით, პრობლემის გადაჭრა მომხმარებელს შეუძლია, რომელიც ფულის დახარჯვისგან თავს იკავებს სამსახურის დაკარგვის შიშის გამო. შრომის დეპარტამენტის ანგარიშმა ვოლ სტრიტზე არსებული ოპტიმიზმი ჩაახშო. ინვესტორებს ეშინიათ იმის, რომ მომხმარებელი საახალწლო და საშობაო სეზონზე ფულს არ დახარჯავს, ვაჭრობის სფერო კი სწორედ ამ სეზონზე ამყარებს იმედებს შემოსავლების გასაზრდელად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


კომენტარები:

Be the first to submit a comment.
 
გამოგვიგზავნეთ თქვენი კომენტარები

Submit your comments about this article so we can post them on our website. Note: We will not publish your E-mail address.












 
ამ ფორმის გამოყენებით, თანხმობას აცხადებთ შემდეგზე: გამოქვეყნებამდე ადრე, ყველა კომენტარს გადახედავს ამერიკის ხმა.  გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია არ გამოქვეყნდეს ყველა კომენტარი.  ამერიკის ხმა იტოვებს უფლებას გამოიყენოს თქვენი კომენტარი ნებისმიერ საკუთარ მედია პროდუქტში.
Download შეერთებულ შტატებში უმუშევრობა კვლავ გრძელდება
გადმოტვირთეთ: 
Listen to This Report შეერთებულ შტატებში უმუშევრობა კვლავ გრძელდება
მოუსმინეთ:
E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
Comment on This Article გააკეთეთ კომენტარი
  მთავარი თემა

  სხვა ცნობები
ძალადობის მორიგმა აქტმა  ავღანეთში  სამოქალაქო და სამხედრო პირები იმსხვერპლა
აფხაზეთის მკვიდრი  რუსმა სამართალდამცველებმა ცემით მოკლეს
ნატოს პოზიცია უცვლელია
შიდსისგან მსოფილოში 25 მილიონი ადამიანია გარდაცვლილი
ბრიტანეთი ერაყის ომის გარშემო გამოკითხვებს იწყებს
ანტი-მუსულმანური აგიტაცია აშშ-ში
ისრაელს სამი საჰაერო შეტევის შესრულება დაჭირდა
მუმბაიში ცნობილი ტერორისტული თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა
თეირანი 100 პროცენტიან გარანტიას ითხოვს
შეერთებული შტატების ეკონომიკა  მცირე მაჩვენებლით გაიზარდა
აზერბაიჯანში გაასამართლეს ორი ოპოზიციონერი ინტერნეტ აქტივისტი
აღიარებს თუ არა მინსკი საქართველოს კონფლიქტური ზონების დამოუკიდებლობას? - ინტერვიუ პოლიტოლოგ იგორ კვესელავასთან