VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

09 ნოემბერი 2009 

დღეს ამერიკის ხმაში:

ახალი ამბები 45 ენაზე
სენატორი მაკეინი ობამას ადმინისტრაციას რუსეთის მიმართ სიმკაცრისკენ მოუწოდებს


09/11/2009
                                    

  
Senator John McCain in Dayton,  Ohio,  27 Oct.  2008
 

   ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ სენატორ მაკეინთან ექსკლიუზიური ინტერვიუ აიღო. ინტერვიუს დროს განხილულ საკითხებს შორის რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა, საქართველოს მიმართ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკის მიმართულება და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება იყო.

სენატორმა მაკეინმა „დიდი შეშფოთება“ გამოთქვა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტზე და დაძაბულობის მოსალოდნელ ესკალაციაზე. მისი თქმით, რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს არღვევს კონფლიქტურ რეგიონებში, როგორც სახმელეთო მუდმივი ბაზების აშენებით, ასევე საერთაშორისო საზღვაო ნორმების უგულვებელყოფით. ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება სიტუაციის გამძაფრება და მოსალოდნელი პროვოკაციები გამოიწვიოს. ამ ფონზე, მაკეინი ობამას ადმინისტრაციისგან რუსეთის მიმართ მეტი სიმკაცრის გამოჩენას ითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ პოლიტიკა არ შეცვლილა, ბატონი მაკეინი მაინც მოელის რუსეთის მიმართ „მკაცრ განცხადებებს საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.“

ბატონი მაკეინი ასევე მიიჩნევს, რომ იარაღის ექსპორტის აკრძალვა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაუწესდა საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას. ამერიკის ადმინისტრაციამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს მიერ თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის შეძენას და ინტენსიურად უნდა გააგრძელოს ქართველი ჯარისკაცების წვრთნა. სენატორის აზრით, ამერიკაში ყველა „ძალიან მადლიერია ქართველი ხალხისა იმ მსხვერპლის გაღებისთვის,“ რომელსაც ქართველი ჯარისკაცების ავღანეთში გაგზავნა მოითხოვს.


საქართველოს შიდა პოლიტიკას რაც შეეხება, სენატორის თქმით, მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლების კრიტიკა ხშირად ისმის, არ უნდა დაგვავიწყდეს ქართველი ერის ზოგადი წინსვლა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციის დროს ის სიტემატიურად საუბრობს იმაზე, რომ აუცილებელია ქვეყანაში გამჭვირვალეობის შექმნა. მან ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების კრიტიკა გარკვეულ შემთხვევებში გამართლებული და საყურადღებოა. ქართულ საზოგადოებას გამართულ დემოკრატიამდე მისასვლელად ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, თუმცა ვერ დავივიწყებთ მიღწევებს, რომლებიც ქართულმა საზოგადოებამ ბოლო ხნის განმავლობაში დაანახა მსოფლიოს. 


საუბრისას სენატორმა მაკეინმა აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი საქართველოში, რომელიც დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი, მომავალი წლის დასაწყისისთვის გადაიდო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



კომენტარები:

Be the first to submit a comment.
 
გამოგვიგზავნეთ თქვენი კომენტარები

Submit your comments about this article so we can post them on our website. Note: We will not publish your E-mail address.












 
ამ ფორმის გამოყენებით, თანხმობას აცხადებთ შემდეგზე: გამოქვეყნებამდე ადრე, ყველა კომენტარს გადახედავს ამერიკის ხმა.  გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია არ გამოქვეყნდეს ყველა კომენტარი.  ამერიკის ხმა იტოვებს უფლებას გამოიყენოს თქვენი კომენტარი ნებისმიერ საკუთარ მედია პროდუქტში.
E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
Comment on This Article გააკეთეთ კომენტარი
  მთავარი თემა

  სხვა ცნობები