დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამერიკის პრეზიდენტს ხვდება
09/11/2009
დღეს
საღამოს თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ ამერიკის
პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდება. ნათანიაჰუ ვაშინგტონში ჩრდილოეთ ამერიკიის
ებრაელთა ფედერაციის ყოველწლიურ ფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდა.თეთრი სახლი
აცხადებს, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შემდეგ პრეს-კონფერენცია არ
გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ობამას ადმინისტრაცია უკვე რამდენიმე თვის
განმავლობაში ნათანიაჰუს და პალესტინელთა ავტონომიის ლიდერ მაჰმუდ აბასს ამაოდ
მოუწოდებს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ.
Submit your comments about this article so we can post them on our website. Note: We will not publish your E-mail address.
ამ ფორმის გამოყენებით, თანხმობას აცხადებთ შემდეგზე: გამოქვეყნებამდე ადრე, ყველა კომენტარს გადახედავს ამერიკის ხმა. გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია არ გამოქვეყნდეს ყველა კომენტარი. ამერიკის ხმა იტოვებს უფლებას გამოიყენოს თქვენი კომენტარი ნებისმიერ საკუთარ მედია პროდუქტში.