VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

10 ნოემბერი 2009 

დღეს ამერიკის ხმაში:

ახალი ამბები 45 ენაზე
ისრაელის პრემიერ მინისტრი პრეზიდენტ ობამას სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების მიზნით შეხვდა

10/11/2009

Israeli Prime Minister Benhamin Netanyahu, left, meets with US President Barack Obama at White House, 19 May 2009 (Israeli Govt handout photo)
ისრაელის პრემიერ მინისტრი პრეზიდენტ ობამას სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების მიზნით შეხვდა

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნათანაიაჰუ შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას ვაშინგტონში შეხვდა. შეერთებული შტატები და ისრაელი ცდილობენ პალესტინელებთან მოლაპარაკების აღდგენას.

ორშაბათს თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი ქვეყნის ლიდერმა განიხილა მთელი რიგი საკითხები უშიშროების სფეროში თანამშრომლობის, და ირანის და ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის აღდგენის ჩათვლით.

ორშაბათს ამერიკის ებრაულ ორგანიზაციებთან გამართულ შეხვედრაზე ბატონმა ნათანიაჰუმ განაცხადა, რომ მოლაპარაკება პალესტინური ავტონომიის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მისი ამოცანაა მუდმივი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ისრაელსა და პალესტინელებს შორის.

 


E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
  მთავარი თემა

  სხვა ცნობები