VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

11 ნოემბერი 2009 

დღეს ამერიკის ხმაში:

ახალი ამბები 45 ენაზე
აზერბაიჯანში ორი ოპოზიციონერი ინტერნეტ აქტივისტი გაასამართლეს

11/11/2009

  
utexas azerbaijan sm00 13aug01 150.jpg
აზერბაიჯანში ორი ოპოზიციონერი ინტერნეტ აქტივისტი გაასამართლეს. როგორც მათი მხარდამჭერები ამბობებ, დაპატიმრების მიზეზი ოფიციალური ბაქოს კრიტიკაა.

ადნან ჰაჯიზადესა და ემინ მალის 2 წლიანი და 2 წელიწად ნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ოფიციალური ვერსიით მიზეზი ერთი წლის წინ ბაქოს ცენტრში მდებარე რესტორანში მომხდარ ჩხუბიში მონაწილეობაა.

ბლოგერებს ბრალი ხულიგნობისა და სხეულის მსუბუქი დაზიანების მიყენების მუხლით წაუყენეს.

მათი დაპატიმრება  ჰაჯიზადეს მიერ ინტერნეტ საშუალებებში გამოჩენილ აზერბაიჯანის პრეზიდენტის კარიკატურას დაემთხვა, სადაც ილჰამ ალიევი პრეს-კონფერენციას ვირის ფორმაში გადაცმული მართავს.


E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
  მთავარი თემა

  სხვა ცნობები