VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

12 ნოემბერი 2009 

დღეს ამერიკის ხმაში:

ახალი ამბები 45 ენაზე
კიევი არჩევნებისთვის ემზადება


12/11/2009
     
Ukraine
 
   კიევის ქუჩებში საარჩევნო მზადებაა, თუმცა ელექტორატს სათავისო არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია.

 

   უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნები 2010 წლის 17 იანვარსა დანიშნა. აღნიშნულ დადგენილებას  442 დეპუტატიდან 339-მა მხარი დაუჭიდა. „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ყოფილთანამებრძოლებს -პრეზიდნეტ ვიქტორ იუშჩენკოსა და პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს შორის კონფლიქტის გამო, ეკონომიკური კრიზისით დამიძიმებული ქვეყანა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ მოიცვა. ექსპერტები თვლიან რომ, რაც უფრო მალე ჩატარდება ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები,მით უფრო მალე დაიწყება პოლიტიკური გაჯანსაღების პროცესი.

 

 „ საკითხავი ის არის ვინ უზრუნველყოფს ქვეყანაში სტაბილურობას. მთავარი პოლიტიკური სიმწიფეა, რაც დღეს ასე აკლიათ ჩვენს პოლიტიკოსებს, ვისურვებდი მომავალ პრეზიდენტს მთავრობასთან დიალოგის წარმართვა შეძლებოდეს.“

 

საკუთარ არჩევანს უკრაინელი ექსპერტი ვალენტინ ზელენიუკი საიდუმლოდ ინახავს. თუმცა თვლის, რომ ლიდერთა სამეული გამოკვეთილია.

 

ძირითადი კანდიდატები არიან „ რეგიონების პარტიის“ ლიდერი ვიქტორ იანუკოვიჩი, პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო და რადას ყოფილი სპიკერი არსენ იაცენიუკი. სხვადასხვა გამოკითხვების მიხედვით, პირველ მათგანს ამომრჩეველთა 25-30 პროცენტი უჭერს მხარს, მეორეს-15-20, მესამეს კი დაახლოებით 10 პროცენტი. ლიდერთა სამეულს „მეორე ეშელონის“ კანდიდატთა მთელი ჯგუფი მოსდევს. ამ ჯგუფის სათავეში კომუნისტების ლიდერიპიოტრ სიმონენკოა, რომლის პოპულარობა, დაახლოებით, 5 პროცენტია. სტატისტიკური ცდომილების ფარგლებშია პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს, რადას სპიკერ ვლადიმერ ლიტვინისა და ყოფილი ბანკირის სერგეი ტიგიპკოს რეიტინგები.

 

 

 

 

 

„უკრაინისთვის არჩევნების მშვიდად ჩატარებაა მნიშვნელოვანი. დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ქვეყანას აბსოლუტურად არაპოპულარული პრეზიდენტი ჰყავს. ნათელია ორი ლიდერი კანდიდატი, ტიმოშენკო და იანუკოვიჩი. საგარეო პოლიტიკური კურსი ვფიქრობ ორივეს ერთნაირი ექნებათ, რუსეთთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება, პროამერიკული, პროდასავლური ორიენტაცია, ასეთია ძირითადი საგარეო პოლიტიკის მიმართულებები“

იულია ტიმოშენკო ლოზუნგით „ჩვენ ვმუშაობთ“უდაოდ ყველაზე გამოკვეთილ პოლიტიკური ფიგურაა. ვიქტორ იანუკოვიჩი საკუთარ თავს გაწონასწორებულ პოლიტიკოსად წარმოაჩენს,  ხალხზე ფიქრობს და „ნარინჯისფერი რევოლუციის შედეგებს განიცდის. სწორედეს ხალხი გადაწყვეტს თუ ვინ იქნება ახალ 2010 წელს მრავალმილიონიანი უკრაინის პრეზიდენტი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



კომენტარები:

Be the first to submit a comment.
 
გამოგვიგზავნეთ თქვენი კომენტარები

Submit your comments about this article so we can post them on our website. Note: We will not publish your E-mail address.












 
ამ ფორმის გამოყენებით, თანხმობას აცხადებთ შემდეგზე: გამოქვეყნებამდე ადრე, ყველა კომენტარს გადახედავს ამერიკის ხმა.  გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია არ გამოქვეყნდეს ყველა კომენტარი.  ამერიკის ხმა იტოვებს უფლებას გამოიყენოს თქვენი კომენტარი ნებისმიერ საკუთარ მედია პროდუქტში.
Download უკრაინა არჩევნების მოლოდინში
გადმოტვირთეთ: 
Listen to This Report უკრაინა არჩევნების მოლოდინში
მოუსმინეთ:
E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
Comment on This Article გააკეთეთ კომენტარი
  მთავარი თემა

  სხვა ცნობები