VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

05 თებერვალი 2010 

დღეს ამერიკის ხმაში:

ახალი ამბები 45 ენაზე
?????????? ???????? ?????????? ??????, ??????? ??? ????????? ???? ??????????
მოსკოვში ოპოზიციის აქტივისტები დააკავეს
05/02/2010

    რუსეთის სპედანიშნულების პოლიციის რაზმებმა ამასწინათ 100-მდე ოპოზიციის აქტივისტი დააკავეს მოსკოვში. მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა.
დაკავებულთა შორის იყვნენ ამჟამად კრემლის ოპოზიციაში მყოფი ბორის ნემცოვი, ორგანიზაცია მემორიალის თავმჯდომარე ოლეგ ორლოვი და ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი ლევ პონომარიოვი. ოპოზიციური მოძრაობა სოლიდარნოსტის წარმომადგენელის ლევ პონომარიოვის განცხადებით დაკავებული აქტივისტები ცოტა ხანში გაანთავისუფლეს და სასამართლოში დაიბარეს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მიტინგების და საპროტესტო აქციების მოწყობის კანონის დარღვევის გამო.
შეერთებული შტატები შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის მოქალაქეების მიერ მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის გამო, რომლის დროსაც ასამდე აქტივისტი და ოპოზიციურუ პარტიების ლიდერები დააკავეს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლების მოქმდება არღვევს სიტყვის და შეკრების თავისუფლების ძირეულ პრინციპებს.
 ადამიანის უფლებათა დამცავი ამერიკული ორგანიზაციის ჰუმან რაითს ვოჩის წარმომადგენელის ტანია ლოკშინას განცხადებით რუსეთის ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მშვიდობიანი საპროტესტო დემონსტრაციების დარბევა. მით უმეტეს რომ რუსეთის კანონმდებლობით გარანტირებულია შეკრების თავისუფლება.
ევროპარლამენტის პრეზიდენტის იერჟი ბუზეკის განცხადებით რუსეთის მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრაციების მიმართ ამგვარი ხისტი დამოკიდებულება. მან ასევე შეშფოთება გამოხატა მოსკოვში ადამიანის უფლებათა აქტივისტების დაკავების გამო.
  რუსეთის დედაქალაქში ეს აქტივისტები რეგულარულად აწყობენ საპროტესტო დემონსტრაციებს. 31 დეკემბერს მოწყობილ ერთ-ერთ ასეთ მიტინგზე მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის დამარსებელი 82 წლის ლუდმილა ალექსეევაც კი დააპატიმრეს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებით ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ცდუნებისგან შეზღუდოს სიტყვის თავისუფლება, როდესაც მას მძაფრად აკრიტიკებენ და ფხიზლად უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა, რათა ის არ გადაიქცეს რეპრესიულ იარაღად.
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



კომენტარები:

Be the first to submit a comment.
 
გამოგვიგზავნეთ თქვენი კომენტარები

Submit your comments about this article so we can post them on our website. Note: We will not publish your E-mail address.












 
ამ ფორმის გამოყენებით, თანხმობას აცხადებთ შემდეგზე: გამოქვეყნებამდე ადრე, ყველა კომენტარს გადახედავს ამერიკის ხმა.  გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია არ გამოქვეყნდეს ყველა კომენტარი.  ამერიკის ხმა იტოვებს უფლებას გამოიყენოს თქვენი კომენტარი ნებისმიერ საკუთარ მედია პროდუქტში.
Download მოსკოვში დაკავებული 100-მდე ოპოზიციონერი
გადმოტვირთეთ: 
Listen to This Report მოსკოვში დაკავებული 100-მდე ოპოზიციონერი
მოუსმინეთ:
E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
Comment on This Article გააკეთეთ კომენტარი