ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
ძიება

 
საქართველო ზვიად გამსახურდიას ემშვიდობება !


30/03/2007

zgamsakhurdia4
სწორედ დღეს გადაწყდა საბოლოოდ, სად დაიკრძალება საქართველოს პირველი პრეზიდენტი. ზვიად გამსახურდიას კვირას, მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაასაფლავებენ. დაკძალვამდე, ხვალ, თავის დაბადების  დღეს ზვიად გამსახურდიას მცხეთაში, სვეტიცხოველში გადაასვენებენ.

გუშინ და დღეს კოლხურ კოშკში სამოქალაქო პანაშვიდები იმართება : საქართველო თავის პირველ პრეზიდენტს ემშვიდობება ! ზვიად გამსახურდიას ერთ-ერთ მომხრეს, ჟურნალისტ რევაზ ურუშაძეს მოვუსმინოთ , რომელიც, მისივე თქმით გაოცებულია, რატომ არ თხოვს ხელისუფლებას ოპოზიცია, თუ ის მართლა ოპოზიციაა, სამართლებრივი შეფასების მიცემას 91-92 წლების ამბებს.. ზოგიერთი ტელეარხი კი სიგუას  და კიტოვანს ეკითხებიან - სად დაასაფლაონ ზვიად გამსახურდია ?!  ეს ცინიზმია ! - ამბობს რ.ურუშაძე.

კოლხურ კოშკში ზვიად გამსახურდიას პანაშვიდზე საქართველოს პარლამენტის წევრები მივიდნენ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიგი წერეთელს გავესაუბრე, რომელიც ამბობს, რომ ზვიად გამსახურდიას გადმოსვენება საქართველოში ხელს შეუწყობს ერის გამთლიანებას, რომ ზვიად გამსახურდია ქართველი ხალხის სურვილს გამოხატავდა - საქართველო ყოფილიყო ერთიანი, დამოუკიდებელი, ძლიერი ქვეყანა.. ახლა ეს პერიოდი დგება ! - ამბობს გიგი წერეთელი.

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა
თბილისში კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა

  სხვა ცნობები
კონდოლიზა რაისი სააკაშვილს შეხვდა
წუხელ ირანმა რაკეტების კიდევ ერთი გამოცდა მოაწყო
აფეთქება უზბეკეთში
ერაყში ალყაიდას წევრობაში ეჭვმიტანილი 30 კაცია დაკავებული
18 წლის განმავლობაში  თურქეთის ლიდერის პირველი ვიზიტია ერაყში
კონდოლიზა რაისის ვიზიტი თბილისში
ბუში პეკინის ოლიმპიურ თამაშებს დაესწრება
დიდი რვიანის შეხვედრა დასრულდა
რუსეთი უკმაყოფილოა აშშ-ის გეგმებით
ირანმა ახალი რაკეტები გამოსცადა
სტამბოლში აშშ-ისს აკონსულოსთან ტერაქტი განხორციელდა
აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა
კონდოლიზა რაისი ხვალ ჩადის თბილისში
ტერაქტი ქაბულში
კონდოლიზა რაისი ევროპას ეწვევა