ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

 
ქართველები ვენეციის ბიენალეზე

23/06/2007

logo
თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 52-ე ბიენნალეზე, წელს საქართველო პირველად იყო წარმოდგენილი დამოუკიდებელი პავილიონით. ქართველ მხატვრებს გასულ წლებშიც მიუღიათ მონაწილეობა, მაგრამ წელს სახელმწიფო იყო ჩართული, როგორც მონაწილე. განცალკევებულ პავილიონში წელს 3 ქართველი ქალბატონი წარსდგა დამთვალიერებლის წინაშე, თამარ კვესიტაძე, ეთერ ჭკადუა და სოფო ტაბატაძე. უფრო წვრილად 52-ე ვენეციის ბიენალეს შესახებ, საქართველოს პავილიონის კურატორი, ხელოვნებათმცოდნე ნინო ჭოღოშვილი მოგვახსენებს.

ნინო ჭოღოშვილი -  მინდა აღვნიშნო, რომ ქართველ მხატვრებს ადრეც მიუღიათ მონაწილეობა, მაგრამ წელს პირველად ქართველებს ქონდათ სახელმწიფო მხარდაჭერა. მონაწილეები შეარჩია საორგანიზაციო ჯგუფმა და აქ განსამზღვრელი იყო მათი შემოქმდების აქტუალურობა; რამდენად შეესაბამება მათი ხელოვნება ვენეციის ბიენალეს მოთხოვნებს. მე ვფიქრობ, რომ ქართული პავილიონი ამ თვალსაზრისით იყო საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი. წელს ბიენალეს თემა იყო – “იფიქრე გრძნობით და იგრძენი გონებით”. ეს ძალიან დიდ საშუალებას აძლევდა მონაწილეებს რომ მრავალი სახის ხელოვნება წარმოედგინათ. საერთოდ მთლიანად ბიენალე იყო უფრო ვიზუალური, ვიდრე კონცეპტუალური. აქედან გამომდინარე, ძალიან მრავალფეროვანი გამოფენა გამოვიდა.

- რა გამოგვარჩევდა ჩვენ, ანუ ქართულ პავილიონს დანარჩენებისგან, თუ იყო მსგავსება ან კი სხვაობა. რამდენად ადექვატურები ვიყავით ჩვენ მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების კონტექსტში?

ნინო ჭოღოშვილი – ითვლება რომ 51-ე ბიენალე იყო ფემინისტური, ამ ბიენალაზე იგივეს ვერ ვიტყვით. მიუხედავად ამისა, ქალი ხელოვანების როლი იყო ძალიან თავლსაჩინო. ჩვენს პავილიონშიც წარმოდგენილი იყო სამი ქალბატონი, რაც სრულიად არ იყო წინასწარ დაგეგმილი, მაგრამ  ასე მოხდა და აქედან გამომდინარე, საერთო მსოფლიო კონტექსტში მოვხვდით.

- ასე, რომ საბედნიეროდ თანამედროვე ქართული ხელოვნება მთლიანად ჩაჯდა მსოფლიოს შემოქმედებით კონტექსტში, რისი შედეგიც ის გახლავთ, რომ ერთ-ერთი ქართველი ხელოვანი - სოფო ტაბატაძე უკვე სტამბულის საერთაშორისო ბიენალეზეც არის მიწვეული, რომელიც დღევანდელ დღეს არანაკლებ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, ვიდრე ვენეციის ბიენალე.

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა
ინგრიდ ბეტანკური გაათავისუფლეს

  სხვა ცნობები
კოსოვო სერიოზული პრობლემების წინაშე დგას
აფეთქება ბულგარეთი
აფეთქება თურქეთში
ინგრიდ ბეტანგური და 14 მძევალი გაათავისუფლეს
ნარკომანია - სამართლებრივ საკითხებში
ბათუმი სუამის სამიტს მასპინძლობს
დიდი რვიანის შეხვედრის დაწყებას საპროტესტო გამოსვლები ახლავს თან
დღეს პრეზ. რობერტ მუგაბეს ინაუგურაცია იმართება
ერაყის ქალაქ დულუიაში  აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა
ერაყში მოთარეშეებმა მოსამართლე მოკლეს
ნავთობზე ფასმა სარეკორდო ნიშნულს მიაღწია
ზიმბაბვეში საპრეზიდენტო არჩევნები ერთი კანდიდატის მონაწილეობით ტარდება
ჰილარი ქლინტონის წარუმატებლობის მიუხედავად, მისი მხარდამჭერები თვლიან რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გზა გაეკაფა ქალ კანდიდატს