ვისაც იოანეს გამოცხადება წაუკითხავს და ვისთვისაც წმინდა წერილი უბრალო ზღაპარი არ არის, იმას კარგად მოეხსენება, რომ ბოლო ჟამს ანტიქრისტე:” იქმს იმას, რომ ყველა, მცირე თუ დიდი, მდიდარი თუ ღატაკი, თავისუფალი თუ მონა, ყველა აღიბეჭდოს ნიშნით მათს მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. და ვერავინ იყიდის ან გაყიდის რასმე, გარდა იმისა, ვისაც აქვს ნიშანი, ან სახელი მხეცისა, ან მისი სახელის რიცხვი.”
ამერიკულ პრესაში ამას წინათ ტოდ ლიუანის საინტერესო სტატია გამოქვეყნდა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში, კერძოდ მარჯვენა მკლავში მიკროჩიპის შეყვანას ეხება. ეს მიკროჩიპები მინიატურული ანტენებით იქნებიან აღჭურვილნი რომლებშიც კონკრეტული პიროვნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია იქნება შეყვანილი. შეერთებულ შტატებში ამ საკითხზე უკვე მწვავე დებატები მიმდინარეობს. ზოგიერთები მარჯვენა ხელში მიკროჩიპების დამონტაჟებას სამხედრო ბაზებსა თუ ბირთვულ ობიექტებზე უსაფრთხოების განმტკიცების საბაბით ამართლებენ, სხვები თითქოსდა ალცჰაიმერით დაავადებულ ავადმყოფებზე ზრუნავენ. არიან ისეთებიც რომლებიც ღიად საუბრობენ მარჯვენა ხელში დამონტაჟებული მიკროჩიპის საშუალებით ვაჭრობის წარმოების შესახებ, როდესაც ყოველგვარი ნაღდი ფულის, თუ საკრედიტო ბარათის გარეშე ადამიანებს ხელის ერთი აქნევით მიეცემათ ყიდვა გაყიდვის საშუალება. მათი აზრით ეს ბევრად უფრო მოხერხებული და გამართლებულია თანამედროვე სამაომხმარებლო საზოგადოებისთვის. კოლუმბიის პრეზიდენტი ალვარო ურიბე სიტყვიდან უკვე საქმეზე გადავიდა და შეერთებულ შტატებში სეზონურ სამუშაოზე შემოსული კოლუმბიელი მუშების მიკროჩიპებით დანიშვნის წინადადება წამოაყენა. მოკლედ ვისაც კაცობრიობის ისტორია გამუდმებული პროგრესი ჰგონია იმისთვის აქ არანაირი ეჭვის საბაბი არ არსებობს. მაგრამ საბედნიეროდ ამერიკაშიც არის ხალხი ვინც სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს ადამიანებზე ტოტალური კონტროლის დაწესების საშოშროების გამო. როდესაც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნებიმიერი პიროვნების გაკონტროლების საშუალება ხელში ჩაუვარდება კარკვეული კატეგორიის ადამინთა მცირერიცხოვან ჯგუფს, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ ვერ დაიკვეხნიან მაღალი მორალურ ზნეობრივი კატეგორიებით, იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ისინი პოლიტიკოსები არიან. როგორც კაცობრიობის უახლესი ისტორიიდან მტკიცდება აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურ კორუფციას, პოლიტიკოსების აბსოლუტურ გარყვნას იწვევს.
ამერიკელები შიშობენ რომ ხელისუფლება სხვადასხვა საბაბით მოსახლეობის სხვადასხვა ფენების თუ სოციალური ჯგუფების მიკროჩიპირებას წამოიწყებს და ინვალიდების, გასაკუთრებით საშიში დამნაშავეების, არმიის რეინჯერების თუ არალეგალი იმიგრანტების კვალდაკვალ შეერთებული შტატების მთელი მოსახლეობა დანიშნული აღმოჩნდება. როგორც ამერიკელი ადვოკატი კეტრინ ალბრეხტი აცხადებს ერთ მშვენიერ დღეს ხელსიუფლებამ შესაძლოა ასეთი ლატერნატივა შემოგვთვაზოს-ჩაიყენე მიკროჩიპი ან შიმშილით მოკვდი.
ამერიკელი ქრისტიანები ამ მიკროჩიპების შემოღების კატეგორიული წინააღმდეგნი არიან და მხეცის ნიშნით აღბეჭვდაზე უარს აცხადებენ და ეს რომ სწორედ აპოკალიფსური მხეცის ნიშანია მათ არავითარი ეჭვი არ ეპარებათ. როგორც კათოლიკური ეკლესიას არსებული ერთ-ერთი საზოგადოების პრეზიდენტი გარი ვოლჩიდი აცხადებს ეს ყველაფერი დიდი ხნის წინათ არის ნაწინასწარმეტყველევი იონეს გამოცხადებაში:
“ და მომესმა ტაძრიდან მგვრგვინავი ხმა, რომელმაც შვიდ ანგელოზს უთხრა: წადით და დასთხიეთ შვიდი თასი ღმრთის რისხვისა ქვეყნად.
და წავიდა პირველი და დასთხია თავისი თასი ქვეყნად და მოიწყლნენ სასტიკი და საზარელი წყლულებით კაცნი, რომელთაც ჰქონდათ მხეცის ნიშანი და თაყვანს სცემდნენ მის ხატს.” ასე რომ ბატონი გარის აზრით ვინც არ მიიღებს სატანურ ნიშანს მხოლოდ ის გადარჩება.
11 სექტემბრის შემდეგ ამერიკაში ბევრი რამ შეიცვალა თითქმის ყველა ფეხის ნაბიჯზე მოთვალთვალე ვიდეო კამერებია დამონტაჟებული. როგორც ამერიკის სამოქალაქო უფლებათა დაცვის კავშირის ტექნოლოგიისა და თავისუფლების პროგრამის დირექტორი ბარი შტაინჰარდტი აცხადებს შეერთებულ შტატებში ყველაფრის ზედამხედველი საზოგადოება ყალიბდება. როდესაც პიროვნების ყოველი ნაბიჯი, ყოველი მოქმედება, შესაძლოა თვითოეული ადამიანის ინტელექტუალური მოღვაწეობაც სახელმწიფოს თვალთვალის ობიექტი გახდეს. სხვათა შორის საბჭოთა კავშირში მილიონობით ადამიანი დახვრიტეს თავისი შეხედულებების გამო, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ხალხის მტრების, ტერორისტების და მავნებლებისათვის ინტელექტუალური მხარადჭერის აღმოჩენისათვის. სხათა შორის რუსეთში დღესაც ზის ხალხი ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში საკუთარი შეხედულებების გამო და ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ მეოცე საუკუნის უდიდესი ამერიკელი პოეტი ეზრა პაუნდი ასევე ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტუსაღი იყო 13 წლის განმავლობაში თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. მაგრამ ეს სულ სხვა საუბრის თემაა. რაც შეეხება მიკროჩიპებს მისი შეყვანა ადამიანის მარჯვენა მკლავში საკმაოდ იოლი საქმეა, ოღონდ ამოღება სპეციალური ქირურგიული ჩარევის გარეშე შეუძლებელია. როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ მიკროჩიპების წარმოება უახლოეს ხანში ძალზე სარფიანი საქმე გახდება.
ასე რომ თუ კაცობრიობამ ღვთის შიში დაკარგა მაშინ მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის ამ უახლესი მიღწევის შემოღებას წინ ვეღარაფერი დაუდგება.