ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მწვავედ აკრიტიკებს გაეროში რუსეთის ელჩის ვიტალი ჩურკინის განცხადებას სარაკეტო ინციდენტის ირგვლივ

22/08/2007

დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ განაცხადა, რომ რუსეთი ”საბჭოთა დროინდელ უტიფარ დიპლომატიას” იყენებს, ცდილობს რა რომ თავიდან აიცილოს 6 აგვისტოს ინციდენტთან დაკავშირებული დანაშაული.

 მან ეს კომენტარი გაეროში რუსეთის ელჩის ვიტალი ჩურკინის განცხადებაზე რეაქციის სახით გააკეთა. რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ 6 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მახლობლად რაკეტის ჩამოგდების ინციდენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ იყო დადგმული. ჩურკინმა განაცხადა, რომ რუსეთი ეჭვ ქვეშ აყენებს საქართველოს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ამ ინციდენტთან დაკავშითრებით.

მისივე თქმით ქართული მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ ემთხვევა გასულ კვირას საქართვლოში რუსეთის დელეგაციის საგამოძიებო დასკვნებს. ნიუ იორკში პრესკონფერენციაზე საუბრისას ჩურკინმა შემდეგი განცხადება გააკეთა: -”სხვადასხვა იარაღის ნამსხვრევები იმ რეგიონში გადაიტანეს და ისე მოათავსეს იქ თითქოს მართლაც იქნა ჩამოგდებული რაკეტა.”

 ჩურკინა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მხრიდან ეს იყო პროვოკაცია. -”მთლიანობაში რუს ექსპერტთა მიერ შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 6-ი აგვისტოს ინციდენტი პროვოკაციაა, რომელიც საქართველოში იმ პირებმა განახორციელეს, ვისაც მდგომარეობის კიდევ უფრო დაძაბვა სურს.”

ევროპელ ექსპერტთა მეორე საგამოძიებო ჯგუფის ვარაუდით, რომელშიც ბრიტანელი, ესტონელი და პოლონელი ექსპერტები შედიან რუსული თვითმფრინავის იერიშის სამიზნე შესაძლოა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო რადარი ყოფილიყო , რომელიც რაკეტის ჩამოვარდნის ადგილიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში მდებარეობს. -”რუსულ თვითმფრინავს ქართულ რადარზე თავდასხმა რომ ნდომებოდა, ამისთვის საზღვრის გადმოკვეთა არ დასჭირდებოდა” - აღნიშნა ვიტალი ჩურკინის.

მისივე თქმით ამ ინციდენტთან დაკავშირებული დამოუკიდებელი მტკიცებულება ფაქტიურად არ არსებობს. ამის გამო 6 ი აგვისტის ინციდენტის საკითხის გაეროს უშიშროების საბჭოში წარდგენის პერსპექტივაც არ არსებობდა.

 დღეს საქართველოს ელჩი გაეროში ბატონი ირაკლი ალასანია ამ საკითხთან დაკავშირებით პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს ნიუ-იორკში. ბატონი ალასანია თავისი რუსი კოლეგის განცხადებებს უპასუხებს და ბრიტანელი, ესტონელი და პოლონელი ექსპერტებისგან შემდგარი მეორე სამაგოძიებო ჯგუფის დასკვნებს წარადგენს. 21 აგვისტოს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია, 6 აგვისტოს ინციდენტში რუსეთი მონაწილეობდა.

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა
ინგრიდ ბეტანკური გაათავისუფლეს

  სხვა ცნობები
კოსოვო სერიოზული პრობლემების წინაშე დგას
აფეთქება ბულგარეთი
აფეთქება თურქეთში
ინგრიდ ბეტანგური და 14 მძევალი გაათავისუფლეს
ნარკომანია - სამართლებრივ საკითხებში
ბათუმი სუამის სამიტს მასპინძლობს
დიდი რვიანის შეხვედრის დაწყებას საპროტესტო გამოსვლები ახლავს თან
დღეს პრეზ. რობერტ მუგაბეს ინაუგურაცია იმართება
ერაყის ქალაქ დულუიაში  აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა
ერაყში მოთარეშეებმა მოსამართლე მოკლეს
ნავთობზე ფასმა სარეკორდო ნიშნულს მიაღწია
ზიმბაბვეში საპრეზიდენტო არჩევნები ერთი კანდიდატის მონაწილეობით ტარდება
ჰილარი ქლინტონის წარუმატებლობის მიუხედავად, მისი მხარდამჭერები თვლიან რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გზა გაეკაფა ქალ კანდიდატს