ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

 
ინდოეთი არ უნდა ჩამორჩეს განვითარებულ ქვეყნებს ბირთვული ენერგიის დარგში

31/08/2007

Prime Minister Manmohan Singh greets members of the audience at the Bhabha Atomic Research Centre (BARC) Training School at BARC in Mumbai,  31 Aug 2007
როგორც ინდოეთის პრემიერ მინისტრმა მან მოჰან სინგჰმა  განაცხადა ბირთვული ენერგია ინდოეთის ეკონომიკურ განვითარებაში კრიტიკულ როლს თამაშობს.

მან ეს განცხადება დღეს გააკეთა ორი ახალი ბირთვული რეაქტორის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე ქალაქ მუმბაის შორიახლოს:

"ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება რომ ჩამოვრჩეთ მსოფლიო მოწინავე ქვეყნებს ამ საკითხში. ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ რათა ინდოეთმა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე სარგებელი ამოიღოს ბირთვული ენერგიიდან."

მისი თქმით ინდოეთს შესწევს გააორმაგოს მისი ბირთვული ენერგია თუ უიფრო აქტიურად ჩაებმება საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში, უნდა აღინიშნოს რომ ინდოეთში არაერთგვაროვნად აფასებენ ახლახანს ინდოეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დადებულ ხელშეკრულებას ბირთვულ დარგში ურთიერთთანამშრომლობაზე.

ამ გარიგების ძალით ინდოეთს ხელი მიუწვდება ამერიკულ არასამხედრო ბირთვულ ტექნოლოგიაზე თუ ინდოეთი დაუშვებს მისი მშვიდობიანი ბირთვული ობიექტების ინსპექციას.

მემარცხენე ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსები მწვავედ აკრიტიკებენ ამ მოთხოვნას და ამტიკეცებენ რომ ეს ფაქტობრივად წარმოადგენს ინდოეთის სუვერენობის ხელყოფას, რაც საბოლოო ანგარიშში მას აიძულებს ამერიკის სტარტეგიული ალიანსის ორბიტაში მოხვედრას.

ბატონი სინგი ამ კრიტიკაზე აცხადებს რომ ინდოეთი ბირთვულ დარგში თანამშრომლობას ცდილობს არამარტო ამერიკასთან, არამედ რუსეთთან და საფრანგეთთანაც. ბატონი სინგის აზრით  სწორედ ეს გახდება იმის საწინდარი რომ ინდოეთმა ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი მის საერთაშორისო იზოლაციას, რომელიც  უკვე რამოდენიმე ათეული წელიწადია გრძედლება.

საერთაშორისო მიმომხილველებს ეჭვი ეპარებათ იმაში რომ ბატონის სინქის ეს განცხადება შეარბილებს ამ საკითხში სინქის კომუნისტი მოკავშირეებისა და ოპოზიციური პარტიების პოზიციას.

უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ინდოეთის პარლამენტმა რამოდენიმეჯერ შესწყვიტა მუშაობა პარლამენტართა განსაზღვრული ჯგუფის ინიციატივების გამო რომელლბიც კატეგორიულად მოითხოვენ ამ ხელშეკრულების გადასინჯვას.

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა
თბილისში კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა

  სხვა ცნობები
კონდოლიზა რაისი სააკაშვილს შეხვდა
წუხელ ირანმა რაკეტების კიდევ ერთი გამოცდა მოაწყო
აფეთქება უზბეკეთში
ერაყში ალყაიდას წევრობაში ეჭვმიტანილი 30 კაცია დაკავებული
18 წლის განმავლობაში  თურქეთის ლიდერის პირველი ვიზიტია ერაყში
კონდოლიზა რაისის ვიზიტი თბილისში
ბუში პეკინის ოლიმპიურ თამაშებს დაესწრება
დიდი რვიანის შეხვედრა დასრულდა
რუსეთი უკმაყოფილოა აშშ-ის გეგმებით
ირანმა ახალი რაკეტები გამოსცადა
სტამბოლში აშშ-ისს აკონსულოსთან ტერაქტი განხორციელდა
აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა
კონდოლიზა რაისი ხვალ ჩადის თბილისში
ტერაქტი ქაბულში
კონდოლიზა რაისი ევროპას ეწვევა