ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

 
თირკმლის გაყიდვა ირანში ლეგალურად არის დაშვებული


01/12/2007

მიხა გეგეშიძე
მიხა გეგეშიძე
თირკმელის გაყიდვა მისი ტრანსპლანტაციის მიზნით ლეგალურად შეიძლება ირანში. ამგვარ ფაქტებს ადგილი აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც, მიუხედავად იმისა რომ ეს კანონით არ არის დაშვებული. ახლა ცნობილი ამერიკელი ქირურგი არტურ მატასი ამ პროცესის ლეგალიზაციას უჭერს მხარს შეერთებულ შტატებში.

დომინიკ ლოუსონი ორი წლის პატარა ბიჭია. ის დაავადებული თირკმელებით დაიბადა. ყოველ 48 საათში დედამისი იძულებულია ბავშვი საავადმყოფოში ატაროს სადაც მას თირკმელების დიალიზის პროცედურას უტარებენ. კელი ლოუსონი ამაოდ ელის საკუთარი შვილისთვის თირკმლის დონორის გამოჩენას.

მართალია დომინიკი სპეციალურ სიაშია შეტანილი და თავის რიგს ელოდება, მაგრამ ბევრი პაციენტი ვერ აღწევს ნანატრ დღემდე და სანამ დონორი გამოჩნდებოდეს მანამდე იღუპება. ტრანპლანტაციის ქირურგიული ასოციაციის ამერიკის საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტის დოქტორ არტურ მატასის თქმით:” თირკმელებით ვაჭრობა ერთი შეხედვით, რაღაც საშინელებად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ მეორეს მხრივ აუცილებელია იმ ჩიხიდან თავის დაღწევა, როდესაც დიალიზზე მყოფი ავადმყოფები ნელ-ნელა კვდებიან დონორების არ არსებობის გამო.”

მიუხედავად ამისა შეერთებული შტატების მთავრობა და წამყვანი სამედიცინო ორგანიზაციები თირკმელებით ვაჭრობის ლეგალიზაციის წინააღმდეგ გამოდიან. ერთ-ერთი წამყვანი ამერიკელი ქირურგი გაბრიელ დანოვიჩი მიიჩნევს, რომ თუ შეერთებულ შტატებში თიკმელებით ვაჭრობას დაუშვებენ ნათელია რომ ამ საქმეს სოციალურად ყველაზე უფრო დაუცველი ფენები მოკიდებენ ხელს და ისედაც გაღარიბებული ადამიანები კიდევ უფრო გაუბედურდებიან. თუმცა ეს პრობლემა მართლაც მწვავედ დგას ამერიკული მედიცინის წინაშე. დოქტორ მატასის აზრით ფედერალურმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს პოტენციური დონორებისათვის ოპერაციამდელი და ოპერაციის შემდგომი ფიზიკური და ფსიქოლოგიური თერაპია. ის მიიჩნევს რომ თუ ადამიანის სისხლის, კვერცხუჯრედის და სპერმის გაყიდვა ნებადართულია, მაშინ რატომ არ შეიძლება იგივე დაუშვან თირკმელთან მიმართებაშიც ამას ხომ ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

თუმცა დღესდღეობით ამერიკაში დოქტორ მატასის ამ იდეას ძალზე უმნიშვნელო მხარდაჭერა გააჩნია.

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ

  სხვა ცნობები
ტაილანდის პრემიერ მინისტრს პოლიტიკური მოღვაწეობა  5 წლით აეკრძალა
დღეს ჯორჯიას შტატში სენატორის არჩევნები ტარდება
დღეს ევროპის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასების ზრდა აღინიშნებოდა
ინდოეთის ხელისუფლებამ პაკისტანს ტერორიზმში ეჭვმიტანილი 20-ზე მეტი პიროვნების გადაცემა მოთხოვა
რუანდელ მომღერალს საიმონ ბიკინდის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ამერიკულ პრესაში ამ დღეებში საქართველოს შესახებ დაბეჭდილი სტატიების მიმოხილვა