ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

 
ვლადიმირ პუტინი რუსეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს

11/12/2007

გუშინ ვლადიმირ პუტინის მიერ მის მემკვიდრედ დასახელებულმა დიმიტრი მედვედევმა დღეს განაცხადა, რომ მომავალი წლის მარტის არჩევნების შემდეგ, პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი უნდა გახდეს. მან აგრეთვე დასძინა, რომ არჩევნების შემდეგ რუსეთმა პუტინისეულ პოლიტიკას არ უნდა გადაუხვიოს.

რუსეთის კონსტიტუცის თანახმად, პუტინს ეკრძალება პრეზიდენტის პოსტის მესამე ვადით დაკავება. თუმცა თავად პრეზიდენტმა გამოხატა პოსტიდან გადადგომის შემდეგ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილი.

მედვედევი პუტინს დიდი ხნის წინ ჯერ კიდევ სანქტ პეტერბურგში დაუახლოვდა. იგი პუტინის საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა 2000 წლის არჩევნებში. ახლა იგი „გაზპრომს” ხელმძღვანელობს. პოლიტოლოგები მედვედევს ლიბერალად რაცხავენ და თვლიან, რომ იგი დასავლეთს ისე არ დაუპირისპირდება, როგორც კრემლის ბევრი სხვა წარმომადგენელი.

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა
როდოვან კარაძიჩი ჰააგის ტრიბუნალში

  სხვა ცნობები
მუსიკალური სიახლეები
ობამა პალესტინას ეწვია
შეხვედრა ასეანის სახელმწიფოთა ფორუმზე
ირანი კვლავაც გააგრძელებს ბირთვული ტექნოლოგიის შემუშავებას
თავდასხმა ავღანეთში
ევროკავშირმა დროებით შეუჩერა ფინანსური დახმარება ბულგარეთს