ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

 
14 იანვარი თეატრის დღე

19/01/2008

garcia_marquez1
14 თებერვალი საქართველოში უკვე დიდი ხანია აღინიშნება, როგორც თეატრის დღე. ქვეყანაში მიმდინარე, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივია ეს დღე, ისე არ აღინიშნა, როგორც ამას თეატრის მოყვარულები ისურვებდნენ. თანაც თეატრმოცდეები უკვე დიდი ხანია საუბრობენ, იმის შესაებ, რომ ქართული თეატრი ჯერ ისევ სიახლეების მოლოდინშია და მნიშვნელოვანი პროგრესი ამ ეტაპზე არც თუ ისე შესამჩნევია. მაგრამ თეატრმცოდნეების აზრიც იყოფა, ერთნი ითხოვენ რომ ცოტა ხნით მოწყდეს თანამედროვე თეატრი კლასიკურ დრამატურგიას და აქცენტი თანამედროვე დრამატურგიაზე გაკეთდეს, მეორენი კი უპიორატესობას ე.წ. მარადიულ თემებს ანიჭებენ. საბოოლ ამ უკანასკნელთა მოთხოვნა კმაყოფილდება და ქართულ თეატრალურ სცენებზე კლასიკური ნაწარმოებები, განსაკუთრებით კი უილიამ შექსპირი ისევ დომინანტია. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე დრამატურგია, როგორც საქართველოში, ასევე დასავლეთში არანაკლებ საინტერესოდ გამოიყურება.

- ამ რომანის სცენაზე წარმოდგენა ბევრმა სცადა, მაგრამ თანხმობა ვერავინ მიიღო. პირველად, თეატრალურ სცენაზე დავით პაპავამ ანუ დავით გურჯმა, გაბრიელ გარსია მარკესის თანხმობის საფუძველზე “მარტოობის ასი წელი” დადგა.

დავით პაპავაგაბოს სახლში ვცხოვრობდი სამი კვირის განმავლობაში, ამიტომ თავისთავად ახლო ურთიერთობა მქონდა.

- დავით პაპავამ თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო დაამთავრა, მე-5 კურსზე ის ლონდონში ერთ-ერთ თეატრალურ პროექტში მიიწვიეს და საბოლოოდ იქ 10 წელიწადს დარჩა, სადაც 20-მდე სპექტაკლი დადგა, მათ შორის რეზო გაბრიაძის, ლაშა ბუღაძის ნაწარმოებები და ქართული პოეზია.

დავით პაპავასულ 4 ცნობილი თეატრია, რომელთა შორის სამ მათგანში სპექტაკლი მაქვს დადგმული.

- დათო პაპავას შესახებ, მისი კოლეგა, ქართველი რეჟისორი დავით საყვარელიძეც მოგვახსენებს.

დავით საყვარელიძეუკანასკნელ დროს, მის სპექტაკლებს ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა ლონდონის ინტელექტუალთა წრეებში და მას პრესაშიც, ძალიან კარგად ახასიათებდნენ.

- მარკესთან ნაცნობობაც ლონდონიდან დაიწყო. მწერლის ძმისშვილი, ფილოსოფოსი და მსახიობი ესტებან გარსია, სწორედ იმ დასის წევრი იყო, რომელსაც დათო ხელმძღვანელობდა.

დავით პაპავაერთხელაც ვკითხე, ვინ არის ეს ბიძაშენი რომ გირეკავსთქო. მან მიპასუხა, რომ გაბრიელ გარსია მარკესი იყო. ბუნებრივია მე გავოგნდი და აქედან გაგვიჩნდა იდეა, რომ რომელიმე მისი ნოველა დაგვედგა, საბოლოოდ კი “მარტოობის 100 წელზე” შევჩერდით.

- მთელს ამ ისტორიაში ერთ-ერთი დეტალი ყველაზე საინტერესოა. დავით პაპავამ, გაბრიელ გარსია მარკესისგან ასეთი სახის თანხმობა მიიღო: “სადაც არ უნდა დადგა სპექტაკლი, ჩამოვალ”. ბუნებრივია ქართველი რეჟისორის სურვილი, სპექტაკლის საქართველოში დადგმა იყო. თბილისში ჩამოსვლისთანავე მან საჭირო ინსტანციებს მიმართა, სადაც გამოხმაურება არ ყოფილა. აქ ორი სავარაუდო პასუხია - ან მისი ნაამბობი არ დაიჯერეს ან კი უბრლოდ, მაშინ არავის ეცალა ცოცხალი კლასიკოსისთვის, რომელიც საქართველოში ჩამოსვლის პირობას დებდა. მაგრამ იმედები ბოლომდე გადაწურული არც დღეს არის, დავით პაპავა მისი სპექტაკლით სხვადასხვა ქვეყნებში აპირებს გასტროლებზე გასვლას, მათ შორის ბუნებრივია საქართველოშიც. ამიტომ შესაძლებელია, გაბრიელ გარსია მარკესი არც თუ ისე შორეულ მომავალში, სტუმრად საქართველოშიც აღმოჩნდეს და ამასთანავე დავით პაპავას სპექტაკლი, “მარტოობის ასი წელი”, რომელიც პირველად დაიდგა სცენაზე - ქართველმა მაყურებელმაც ნახოს.

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა
ინგრიდ ბეტანკური გაათავისუფლეს

  სხვა ცნობები
კოსოვო სერიოზული პრობლემების წინაშე დგას
აფეთქება ბულგარეთი
აფეთქება თურქეთში
ინგრიდ ბეტანგური და 14 მძევალი გაათავისუფლეს
ნარკომანია - სამართლებრივ საკითხებში
ბათუმი სუამის სამიტს მასპინძლობს
დიდი რვიანის შეხვედრის დაწყებას საპროტესტო გამოსვლები ახლავს თან
დღეს პრეზ. რობერტ მუგაბეს ინაუგურაცია იმართება
ერაყის ქალაქ დულუიაში  აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა
ერაყში მოთარეშეებმა მოსამართლე მოკლეს
ნავთობზე ფასმა სარეკორდო ნიშნულს მიაღწია
ზიმბაბვეში საპრეზიდენტო არჩევნები ერთი კანდიდატის მონაწილეობით ტარდება
ჰილარი ქლინტონის წარუმატებლობის მიუხედავად, მისი მხარდამჭერები თვლიან რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გზა გაეკაფა ქალ კანდიდატს