ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

 
ეიჩ დი ანუ მაღალი ხარისხის ტიპის დისკი

22/02/2008

“ბლუ რეი” მაღალი ხარისხის ვიდეო კომპაქტ დისკი ტექნოლოგიურ ომში გამარჯვებული გამოდის. ეიჩ დი ანუ მაღალი ხარისხის ტიპის დისკის მთავარმა მხარდამჭერმა ტოშიბას კორპორაციამ განაცხადა, რომ სრბოლას ეთიშება:

“თუ ჩვენ ეიჩ დი ტიპის დისკების წარმოებას გავაგრძელებთ, ეს ჩვენს ბიზნესს ზიანს მიაყენებს. ჩვენ აგრეთვე ვიფიქრეთ იმაზე, რომ მომავალი თაობის ორი ვიდეო დისკის სტანდარტის ქიშპობა მსოფლიო ბაზარზე მომხმარებელზე ნეგატიურად იმოქმედებს და გადავწყვიტეთ, რომ შევწყვიტოთ ეიჩ დი სახის დისკების წარმოება”. განაცხადა ტოშიბას კორპორაციის პრეზიდენტმა აცუტოში ნიშიდამ.

ტოშიბა გააგრძელებს ეიჩ დი დისკების სისტემის დაახლოებით მილიონი მფლობელისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენას, მაგრამ თავად სიტემის წარმოებას მომავალ თვეს შეწყვეტს.

ტოშიბას პრეზიდენტი ამბობს, რომ მართალია მას ჯერ კიდევ სჯერა, რომ ეიჩ დი ფორმატი ბევრად უკეთესია, მაგრამ კომპანიას არჩევანი აღარ გააჩნია მას შემდეგ, რაც კინოკომპანია “უორნერ ბრადერსი” შეუერთდა იმ კინოსტუდიათა სულ უფრო მზარდ რიცხვს, რომლებიც ახალ კინოფილმებს ექსკლუზიურად მხოლოდ “ბლუ რეის” ტიპის დისკებზე წერენ:

“უორნერ ბრადერსმა, რომელსაც ეიჩ დი სისტემის ხმარების კონტრაქტზე აქვს ხელი მოწერილი, მოულოდნელად გეზი შეცვალა. ხოლო ამ ნაბიჯმა კი სამწუხაროდ მკვეთრად შეცვალა ბაზრის მდგომარეობა”. ამბობს ტოშიბას კორპორაციის პრეზიდენტი აცუტოში ნიშიდა.

ექსპერტები თვლიან, რომ ეიჩ დი სისტემის ბედზე, აგრეთვე დიდი ასეთი ნაწარმის გამყიდველი მაღაზიების დამოკიდებულებამაც იმოქმედა. მაღაზიები “ბლოკბასტერი”, “ბესტ ბაი” და “უოლმარტი” სონის კორპორაციის პი ეს სამის ტიპის სისტემის გაყიდვას არჩევენ, რომელიც ბლუ რეის სახის დისკებისთვისაა გათვლილი. 2006 წლიდან მოყოლებული დღემდე სონიმ უკვე ათ მილიონზე მეტი პი ეს სამის ტიპის სისტემა გაყიდა.

 

 

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა
თბილისში კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა

  სხვა ცნობები
კონდოლიზა რაისი სააკაშვილს შეხვდა
წუხელ ირანმა რაკეტების კიდევ ერთი გამოცდა მოაწყო
აფეთქება უზბეკეთში
ერაყში ალყაიდას წევრობაში ეჭვმიტანილი 30 კაცია დაკავებული
18 წლის განმავლობაში  თურქეთის ლიდერის პირველი ვიზიტია ერაყში
კონდოლიზა რაისის ვიზიტი თბილისში
ბუში პეკინის ოლიმპიურ თამაშებს დაესწრება
დიდი რვიანის შეხვედრა დასრულდა
რუსეთი უკმაყოფილოა აშშ-ის გეგმებით
ირანმა ახალი რაკეტები გამოსცადა
სტამბოლში აშშ-ისს აკონსულოსთან ტერაქტი განხორციელდა
აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა
კონდოლიზა რაისი ხვალ ჩადის თბილისში
ტერაქტი ქაბულში
კონდოლიზა რაისი ევროპას ეწვევა