ამერიკის ხმა ▪ Georgian
ინფორმაციის სანდო წყარო

ტექსტი
Search

 
ავღანეთში წელს ოპიუმის სარეკორდო რაოდენომა მოიყვანეს

03/03/2008

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ავღანეთში წელს ოპიუმის სარეკორდო რაოდენომა მოიყვანეს.

ამ ანგარიშის მიხედვით ვენესუელა შეერთებული შტატების მიერ ნარკოტიკებთან ბრძოლაში დახმარების გაწევის შეთავაზებას არ გამოეპასუხა:

“ჩვენ ვენესუელასთან ამ საკითხთან დაკავშირებით ურთიერთობას ვცდილობთ, მაგრამ ამ შემთხვევაში პარტნიორი ხალისიანად არ ებმება ურთიერთობაში”. გვეუბნება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დევიდ ჯონსონი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ბირმაც ვერ ასრულებს საერთაშორისო საგოდადოებრიობისთვის მიცემულ პირობას და ნარკოტიკებით ვაჭრობას ხელს ვერ უშლის. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბირმა აზიაში მეთამფეთამინის ყველაზე დიდი მწარმოებელია:

“ის, რომ ბირმა ჩვენთან არ თანამშრომლობს, არა მხოლოდ თავად ბირმის ხალხის ჯანმრთელობას, არამედ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის ლაოსსაც უქმნის საფრთხეს”. გააგრძელა ბატონმა ჯონსონმა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს აგრეთვე ბოლივიაში არსებული სიტუაციაც აღელვებს. ამერიკა თვლის, რომ ბოლივიის მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა კოკას მცენარის თესვის გაფართოებას უწყობს ხელს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათლადაა წარმოჩენილი ის, რომ ლათინური ამერიკიდან ნარკოტიკები, მათ შორის კი ძირითადად კოკაინი ევროპაში დასავლეთ აფრიკის გავლით აღწევს:

“მე ვფიქრობ, რომ ძალზე ბევრის გაკეთებაა შესაძლებელი. ნამდვილად ჩვენი ევროპელი მოკავშირეების და პარტნიორების ინტერესში შედის ის, რომ უფრო კონცენტრირებული ყურადღება გაამახვილონ ამ პრობლემაზე” აგრძელებს დეივიდ ჯონსონი.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ავღანეთმა წელს მთელი მსოფლიოს ოპიუმის ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი აწარმოა, რაც რეკორდულია. ჯონსონის თქმით, ოპიუმის ყაყაჩო ძირითადად ავღანეთის სამხრეთ დასავლეთ რეგიონში მოჰყავთ და იქ თალიბები არიან გამაგრებულები. ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ ავღანეთის ჩრდილოეთის რამდენიმე პროვინციასი ყაყაჩოს წარმოების შეზრუდვა წარმატებულად მოხერხდა.

 

 

 

emailme.gif გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
printerfriendly.gif ამოსაბეჭდი ვერსია

  მთავარი თემა
თბილისში კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა

  სხვა ცნობები
კონდოლიზა რაისი სააკაშვილს შეხვდა
წუხელ ირანმა რაკეტების კიდევ ერთი გამოცდა მოაწყო
აფეთქება უზბეკეთში
ერაყში ალყაიდას წევრობაში ეჭვმიტანილი 30 კაცია დაკავებული
18 წლის განმავლობაში  თურქეთის ლიდერის პირველი ვიზიტია ერაყში
კონდოლიზა რაისის ვიზიტი თბილისში
ბუში პეკინის ოლიმპიურ თამაშებს დაესწრება
დიდი რვიანის შეხვედრა დასრულდა
რუსეთი უკმაყოფილოა აშშ-ის გეგმებით
ირანმა ახალი რაკეტები გამოსცადა
სტამბოლში აშშ-ისს აკონსულოსთან ტერაქტი განხორციელდა
აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა
კონდოლიზა რაისი ხვალ ჩადის თბილისში
ტერაქტი ქაბულში
კონდოლიზა რაისი ევროპას ეწვევა