ახალი დოკუმენტური ფილმი “ნების არქონა’
By ნინია კაკაბაძე
30/06/2009
ასოციაცია “სტუდია რე ”-მ , ბრიტანული
ორგანიზაცია “შერიგების რესურსებისა ” და ჰაინრიხ
ბიოლის
ფონდის
მხარდაჭერით , კონფლიქტის თემაზე მორიგი დოკუმენტური ფილმი გადაიღო . მისი ჩვენება რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია “მაესტროს ” ეთერში
გაიმართა .
“ნების არქონა ”, -ასე ჰქვია 47-წუთიან
ფილმს ,
რომლის
სამიზნე
აუდიტორია
ახალგაზრდა
თაობაა ,
რადგან ფილმის რეჟისორის
მამუკა
ყუფარაძის
აზრით ,
კონფლიქტის
მოგვარება
დღეს
სწორედ
ახალგაზრდა
თაობას
შეუძლია .
- ფილმებს ქართულ -აფხაზური კონფლიქტის თემატიკაზე 1998 წლიდან ვამზადებ . ასევე სამხრეთ ოსეთზეც მაქვს გადაღებული ორი ფილმი . ამ ფილმების შინაარსი
დამოკიდებულია
იმაზე ,
თუ
რა
პროცესები
ვითარდება
იმ კონკრეტულ მომენტში ,
კონფლიქტების
მოსაგვარებლად .
სამწუხარო ფაქტია , რომ კონფლიქტების მოგვარება ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად რჩება და ამ მიმართულებით წინ ოდნავადაც
ვერ
წავიწიეთ . თავიდან მქონდა ჩანაფიქრი , რომ ახალი ფილმი გამეკეთებინა იმის შესახებ ,
თუ
რატომ
არ
გვარდება
ქართულ -აფხაზური
და
ქართულ -ოსური
კონფლიქტები ,
ამის
გაკეთება
მინდოდა
კონკრეტული
მაგალითების
მიხედვით .
ეს
ფილმი
უნდა
გადამეღო ,
როგორც
საქართველოში
ასევე
აფხაზეთში ,
მაგრამ
ამ
პროექტს
არ
ეწერა
განხორიციელება . თითქმის ორი წელი ველოდებოდი ოფიციალური სოხუმისგან აფხაზეთში შესვლის ნებართვას . ადრე ბევრჯერ
ვარ
ნამყოფი
და
ორი
ფილმიც
მაქვს
გადაღებული ,
მაგრამ
ამჯერად
ვეღარ
შევედი , ამიტომ იძულებული გავხდი ,
კონფლიქტის
მოგვარების
მხოლოდ
ქართული
ხედვის
წარმოჩენით
დავკმაყოფილიყავი , დამესვა მთავარი შეკითხვა : რატომ არ გვარდება კონფლიქტი ამ წლების განმავლობაში , და რა შეცდომები დავუშვით ჩვენ -
ქართველებმა .
რეჟისორმა ფილმში
წამყვანებად 20 წლის თეონა მჭედლიშვილი და 21 წლის ვახუშტი მენაბდე მიიწვია . ფილმი აგებულია უამრავი ადამიანის მონათხრობზე , შეფასებებსა თუ მოგონებებზე . ახალგაზრდები ესაუბრებიან დევნილებს , რომლებიც ყვებიან თავიანთ ისტორიებს და ყურადღებას ამახვილებენ დღევანდელ
პრობლემებზე ; კონფლიქტოლოგებს , რომლებიც აკეთებენ
შეფასებებს
და
მსჯელობენ
კონფლიქტების
დარეგულირების
გზებზე ; ფილმში ასევე ჩასმულია ინტერვიუ ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან
და
ექსთავდაცვის
მინისტრ
გია
ყარყარაშვილთან ,
ადამიანები ,
რომლებიც
ქართულ -აფხაზური
კონფლიქტის დროს გადაწყვეტილებებს იღებდნენ .
რომელ კითხვებზე მიიღეს პასუხი ახალგაზრდებმა , ამას თავად
ფილმში
მოგვახსენებენ .
ალბათ ჯერ ისევ ბევრია პასუხგაუცემელი კითხვა , გასაანალიზებელი საკითხი , რომელიც
ამგვარი
ფილმების
მეშვებოით
ნელნელა
დაიძლევა
და
გაცილებით
უფრო
ნათელი
გახდება ,
ახალი
თაობის
წარმომადგენლებისათვის
მაინც .