VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

 
ახალი ამბები 45 ენაზე
მოსკოვის საერთაშორიო კინოფესტივალი - ფიციდან მონანიებამდე

05/07/2009

[insert caption here]
მოსკოვის 31-ე საერთაშორისო კინფესტივალი
რამდენიმე დღის წინ, მოსკოვის 31-ე საერთაშორისო კინფესტივალი დაიხურა, რომელზეც წელს, სხვადასხვა პროგრამაში, არაერთი ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი. მათ შორის მთავარ საკონკურსო პროგრამაში დიტო ცინცაძის "მედიატორი" - და განყოფილებაში "პერსპექტივა" -ვანო ბურდულის "კონფლიქტის ზონა - ყარაბაღი 2". ეს უკანასკნელი „საუკეთესო დებიუტის" ლაურეატი გახდა. დაჯილდოვების ცერემონიალზე პრიზის ასაღებად სცენაზე ფილმის ერთერთი პროდიუსერი არჩილ გელოვანი და მთავარი როლის შემსრულებელი, შესანიშნავი მსახიობი მიშა მესხი ავიდნენ.

ასევე კინემატოგრაფში შეტანილი ღვაწლისათვის დააჯილდოვეს საბჭოთა კავშირის დამსახურებული არტისტი, რეჟისორი რეზო ჩხეიძე. ბატონ რეზოს ჯილდო ფესტივალის პრეზიდენტმა ნიკიტა მიხალკოვმა და რუსეთის კულტურის მინისტრმა გადასცეს. რუსული ინტერნეტგევრდის "გაზეტა რუს" კორესპონდენტი წერს: "სცენაზე დიპლომატიური ტრეინინგი შედგა. ჯერ რეზო ჩხეიძემ მოყვა თავისი დიდებული მეზობლის, რუსეთის შესახებ, შემდეგ კი რუსეთის კულტურის მინისტრმა სასწრაფოდ სცადა რეჟისორის დარწმუნება, რომ ამ მეზობელსაც მხოლოდ ნატიფი გრძნობები აქვს და თუკი ჩვენს ურთიერთობებში არსებობენ რაღაც ღრუბლები, ისინი აუცილებლად და მალე გაიფანტებიან". როგორც ჩანს რუსი კორესპონდენტი თავისებურ ინტერპრეტაციას წერს, რადგან ჩვენ შორის (საქართველო-რუსეთი) არსებულ ღრუბლებზე თავად ბატონმა რეზომ ბრძანა, კულტურის მინისტრი კი მხოლოდ დაეთანხმა, რომ ღრუბლებს აუცილებლად გავნდევნით.  

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს ქართული ფილმების რეტროსპექტივა გაიმართა, სახელწოდებით "ფიციდან მონანიებამდე". (მიხეილ ჭიაურელის "ფიცი", თენგიზ აბულაძის "მონანიება"). არ შეიძლება ეს სათაური სიმბოლურ ხასიათს არ ატარებდეს.

ახლა კი მთავარი. ამ სასიხარულო ინფორმაციის გავრცელებისას, ყველას ერთი რამ გაახსენდა: შარშან "იურმალაზე" გრანპრი მოგცეს და ერთ თვეში დაგვბომბეს!  ჯილდოების გადმოცემის პრაქტიკაც დიდია და სამხედრო იერიშისაც.

ძალიან სასიამოვნო იქნებოდა, ეს ფესტივალი მართლაც საერთაშორისო რომ იყოს,. მაგრამ ვფიქრობ ზემოთ მოყვანილი ფაქტები ადასტურებს, რომ ის რუსეთის საკუთრებაა. დარწმუნებული ვარ რეზო ჩხეიძის სინანულით აღსავსე სიტყვები, სადაც ის ამბობს ფრაზას "ჩვენს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საქართველოს", (საინტერესოა სხვა შემთხვევაში რომელი სამშობლო იგულისხმება) და ის, რომ მისი თქმით მის ორ სამშობლოს შორის ღრუბლები უნდა გაიფანტოს - არავის გაკვირვებია.

საკვირველია უმცროსი თაობის სამადლობელი სიტყვა - "მადლობა მოსკოვს", რომელიც მიშა მესხმა თქვა. არავინ უხდის მადლობას კანს,  ვენეციას, ბერლინს, საფრანგეთს, იტალიას თუ გერმანიას, მადლობა პირველ რიგში საერთაშორისო ჟიურის ეკუთვნის შეფასებისათვის და შემდეგ სურვილისამებრ დედებს, დეიდებს, ცოლებს, შვილებს, გადამღები ჯგუფის წევრებს და ა.შ. მაგრამ ჩვენი შესანიშნავი მსახიობი მიშა მესხი მადლობას მოსკოვს უხდის.

ნუ ავურევთ ერთმანეთში ხელოვნებას და პოლიტიკას! ეს მოწოდება ხშირად ისმის. სამწუხაროა, რომ ამ მოწოდების გამავრცელებლებმა არ იციან რომ თანამედროვე ხელოვნება პრაქტიკულად აღარ არსებობს თანამედროვე პოლიტიკის გარეშე. გენიალურმა ბრიტანელმა კინორეჟისორსმა, კენ ლოუჩმა რამდენიმე წლის წინ კანის საერთაშორისო ფესტივალზე, მისი ფილმის პრეიერის შემდეგ განაცხადა: დღეს ვერც ერთი ადამიანი ვეღარ ახერხებს იცხოვროს პოლიტიკისგან იზოლირებულად, თანამედროვე პოლიტიკა თითოეულ ჩვენგანს ეხება, ამიტომ მე ვერასდროს გავექცევი მას". ფილმი, რომელმაც მოსკოვის ფესტივალზე საუკეთსო დებიუტის კონკურსში გაიმარჯვა, ომის თემას ეხება. "კონფლიქტის ზონა" ქართულ-აფხაზური ომის შესახებაა. ეს ფილმი არ აკეთებს მინიშნებას დამნაშავეზე. ფილმის ავტორები ომის აბსურდზე, უაზრობასა და ბოროტებაზე ლაპარაკობენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ ასეთი ფილმის დაჯილდოვებისას, რუსეთის ტრიბუნის გამოყენება, (დაჯილდოვების ცერემონიალი მთავარ არხზე მთელ რუსეთში პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა) პოლიტიკური განცხადებისთვის ურიგო არ იქნებოდა. ეს შესანიშნავი შანსი იქნებოდა არა კონფრონტაციული განცხადებისთვის, არამედ საქართველოს (გნებავთ ქართული თანამედროვე ხელოვნების თუ კულტურის) ღირსების დასაცავად. მაგრამ სამწუხაროდ, შანსი მონანიებისათვის გამოვიყენეთ.

 

 

 



E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
  მთავარი თემა
ავღანეთში ტერაქტების შედეგად 4 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

  სხვა ცნობები
ფილიპინებში  21 ადამიანის ცხედარი იპოვეს
ირანისა და ბრაზილიის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ
რუმინეთში სავარაუდოდ განმეორებითი არჩევნები ჩატარდება
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი შეერთებულ შტატებშია
დღეს ამერიკელი ავსტონავტები ღია კოსმოსში გასასვლელად ემზადებიან
გატაცებული ისრაელელი ჯარისკაცის მშობლები მის გამოსახსნელად მოლაპარაკებას აწარმოებენ
ამერიკა ავღანეთში დამატებითი  ჯარების გაგზავნას აგვიანებს
ირანი საჰაერო წვრთნებს იწყებს
დებატები სენატში
დაპირისპირება ერაყის პარლამენტში
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩვნები ტარდება
ღაზას  სექტორზე საჰაერო იერიშები განხორციელდა
ხანძარი ავსტრალიაში
მეკობრეებმა  ბერძნული სატვირთო გემი გაიტაცეს
ნიკარაგუას ქუჩებში დღეს ათასობით ადამიანი გამოვიდა
საზღვარგარეთ სწავლის მსურველები  Audio Clip Available
როდ სტიუარტის ახალი ალბომი  Audio Clip Available