VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

 
ახალი ამბები 45 ენაზე
დამთავრდა ბარაქ ობამას უმაღლესი დონის ვიზიტი მოსკოვში

08/07/2009

  
US Pres. Barack Obama and first lady Michelle (C) greet graduates at the National Economic School graduation in Moscow, 07 Jul 2009
                                                                                                                                                                                                                                                                                 
დამთავრდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას უმაღლესი დონის ვიზიტი მოსკოვში. სამშაბათს ბარაქ ობამა კიდევ ერთხელ ელაპარაკა თავის კოლეგას  დიმიტრი მედვედევს, თუმცა საზოგადოების ყურადღება მიპრობილი იყო რუსეთის ყველაზე უფრო გავლენიან კაცთან პრემირ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან მის საათნახევრიან შეხვედრაზე.

  ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა რომ რუსეთს უფრო უკეთესი ურთიერთობა ექნება შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტთან ბარაქ ობამასთან.

  თავის მხრივ პრეზიდენტი ობამაც ოპტიმისტურად არის განწყობილი:“ ჩვენის აზრით ამჟამად ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესები საუკეთესო შესაძლებლობა არსებობს.“

   შეხვედრა ძალზე თავაზიანად მიმდინარეობდა. ამის შემდეგ პრეზიდენტი ობამა მოსკოვის ახალ ეკონომიკურ სკოლაში გაემართა ლექციის წასაკითხად. ეს სკოლა თავისი ლიბერალური შეხედულებებით გამოირჩევა.

  პრეზიდენტმა ობამამ რუსეთთან თავისი დამოკიდებულების შესახებ ილაპარაკა. მისი თქმით:“ ამერიკა მიესალმება ძლიერი, მშვიდობიანი და წარმატებული რუსეთის არსებობას. ეს განწყობა რუსი ხალხის მიმართ ჩვენი უდიდესი პატივისცემიდან გამომდინარეობს, რაც ჩვენი საერთ ისტორიის შემადგენელი ნაწილია.“

   პრეიზედნტმა ობამამ ორი ქვეყნის ბიზნესის ურთიერთობაში ახალი ერის დაწყება გამოაცხადა, რაც მისი აზრით გარემოს და ადამიანი უფლებათა დაცვის პრობლემებზეც უნდა გავრცელდეს. პრეზიდენტ ობამას განცხადებით ორი ქვეყნის საზოგადობას შორის ახალი ურთიერთობების ხანა უნდა დაიწყოს.

   რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ბარაქ ობამას ერთად იყო ბიზნესმენებთან შეხვედრის დროს, თუმცა რუსეთის საზოგადოების წარმომადგენლებთან დანიშნულ შეხვედრაზე, რომელსაც ოპოციციონერებიც ესწრებოდნენ, რუსეთის პრეზიდენტი აღარ გამოჩენილა.

  

   


E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
  მთავარი თემა
აშშ ფრთხილ პოზიციას იკავებს თალიბებთან კონტაქტის საკითხზე

  სხვა ცნობები
ერაყში შეიძლება დაყოვნდეს არჩევნები
ისრაელი აცხადებს, რომ ჰამასთან ჯერ ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება ტყვეთა გაცვლაზე
ფილიპინებში  21 ადამიანის ცხედარი იპოვეს
ირანისა და ბრაზილიის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ
რუმინეთში სავარაუდოდ განმეორებითი არჩევნები ჩატარდება
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი შეერთებულ შტატებშია
დღეს ამერიკელი ავსტონავტები ღია კოსმოსში გასასვლელად ემზადებიან
გატაცებული ისრაელელი ჯარისკაცის მშობლები მის გამოსახსნელად მოლაპარაკებას აწარმოებენ
ამერიკა ავღანეთში დამატებითი  ჯარების გაგზავნას აგვიანებს
ავღანეთში ტერაქტების შედეგად 4 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა
ირანი საჰაერო წვრთნებს იწყებს
დებატები სენატში
დაპირისპირება ერაყის პარლამენტში
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩვნები ტარდება
ღაზას  სექტორზე საჰაერო იერიშები განხორციელდა
ხანძარი ავსტრალიაში
მეკობრეებმა  ბერძნული სატვირთო გემი გაიტაცეს
ნიკარაგუას ქუჩებში დღეს ათასობით ადამიანი გამოვიდა
საზღვარგარეთ სწავლის მსურველები  Audio Clip Available
როდ სტიუარტის ახალი ალბომი  Audio Clip Available