VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

 
ახალი ამბები 45 ენაზე
დიდი რვიანის სამიტზე ყურადღება გარემოს დაცვისა და ვაჭრობის საკითხებზე გაამახვილეს

09/07/2009
 
Italian Prime Minister Silvio Berlusconi (center) hosts a round table meeting of the G8, G5 and Egypt at the G8 summit in L'Aquila, Italy, 09 Jul 2009
წამყვანი  ინდუსტრიული  8  ქვეყნის  ლიდერმა  და მათთან ერთად 5  ეკონომიკურად სწრაფად განვითარებადი ქვეყნის მეთაურმა იტალიაში სამიტზე ყურადღება გარემოს დაცვისა და ვაჭრობის საკითხებზე გაამახვილეს. ბრაზილია, ჩინეთი, ინდოეთი, მექსიკა და სამხრეთ აფრიკა დიდი რვიანის ქვეყნებთან ერთად შეთანხმდნენ რომ საჭიროა ჩიხში შესული მსოფლიო ვაჭრობის საკითხების განხილვის გაგრძელება შემდეგი წლისთვის . სამიტზე დიდი რვიანის ქვეყნების ლიდერებმა განვითარებადი ქვეყნების ლიდერებს მხარდაჭერა სთხოვეს 2050 წლისთვის სათბური გაზის გამოყოფის შესამცირებლად. მაგრამ ჩინეთმა და ინდოეთმა ამ ინიციატივაზე უარი განაცხადეს. აშშ-ის პრეზიდენტი ბრაზილიის პრეზიდენტს ლუის ინასიო დასილვას შეხვდა. პრეზიდენტებმა გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის საკითხებზე ისაუბრეს, განხილვის საგანი გახდა აგრეთვე ჰონდურასის პოლიტიკური კრიზისი და ირანის პრობლემა. გაკეთდა  დიდი რვიანის განცხადება, რომელშიც  ნათქვამია, რომ ამ ქვეყნის ლიდერები ირანის მიმართებაში კარგავენ მოთმინებას, ვინაიდან ეს უკანასკნელი თავის ბირთვულ ამბიციებს არ თმობს. განცხადებაში აგრეთვე  ლიდერებმა დაგმეს ირანში პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები და ჟურანლისტების დაკავება.

 

 

 

 



E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
  მთავარი თემა
ამერიკა "მადლიერების დღეს" აღნიშნავს

  სხვა ცნობები
პრეზიდენტი ობამა ავღანეთში აშშ-ის ახალი სტრატეგიის  შესახებ ისაუბრებს
კლიმატური ცვლილებების პრობლემებზე ჩინეთის მთავრობა საუბრობს
ინდოეთში აღინიშნა მუმბაის ტერაქტის წლისთავი
აშშ-ის პრეზიდენტმა მიულოცა ამერიკელ ხალხს მადლიერების დღე
ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებები კითხვის ნიშნის ქვეშაა
ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დაასრულა ვიზიტი ვენესუელაში
გერმანიის არმიის რამდენიმე მაღალაჩინოსნმა თანამდებობები დატოვეს
ფილიპინებში 57 ადამიანის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი პოლიციას ჩაბარდა
ინტერვიუ საქართველოში მცხოვრებ ოსთა საზოგადოების „ვსმარონის“ თავმჯდომარესთან ვაჟა ქარქუსაშვილთან
მწვანე სასტუმრო ლოს ანჟელესში და წყლის კრიზისი "ოქროს შტატში"  Audio Clip Available