VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

 
ახალი ამბები 45 ენაზე
გაკოტრების შედეგად ახალი ჯენერალ მოტორსი იქმნება

10/07/2009

 
General Motors Corp. CEO Fritz Henderson addresses the media during a news conference at the company's headquarters in Detroit, Mechigan, 10 Jul 2009
გაკოტრების შედეგად ახალი ჯენერალ მოტორსი იქმნება. გაკოტრების გამოცხადებიდან 40 დღის შემდეგ ამერიკული საავტომობილო გიგანტი ჯენერალ მოტორსი გარდაიქმნა ახალ, უფრო მცირე ზომის ორგანიზებულ კომპანიად. ოფიციალურ პირთა ცნობით პარასკევს ავტომწარმოებელმა ხელი მოაწერა დოკუმენტებს რითაც დასრულდა ჯენერალ მოტორსის საუკეთესო შემადგენელი ნაწილების გაყიდვა ახალი კომპანიის შესაქმნელად.

გაკოტრების პროცესის მსვლელობისას ჯენერალ მოტორსის ხელმძღვანელობამ დაითხოვა ათასობით მუშა და განაცხადა რომ ისეთი ცნობილი მარკის ავტომანქანები როგორიცაა ჰამერი, სატურნი და პონტიაკი ან დაიხურება ან გაიყიდება.

გარდაქმნილი ჯენერალ მოტორსის 61 პროცენტი სახელმწიფოს განკარგულებაშია. ამერიკის მთავრობამ უკვე გამოყო მილიარდობით დოლარი საავტომობილო ინდუსტრიის ამ გიგანტის გადასარჩენად. ამისდამიუხედავად ობამას ადმინისტრაციამ განაცხადა რომ იგი მისცემს ჯენერალ მოტორსის ხელმძღვანელობას კომპანიის მართვის უფლებას.

ახალ საავტომობილო კომპანიას, რომელიც უმსხვილესია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოუწევს ვებერთელა დაბრკოლებების გადალახვა. გასულ თვეს, ძველი ჯენერალ მოტორსის მარკის მანქანების ვაჭრობა 34 პროცენტით შემცირდა, რაც იმის მანიშნებელია რომ საწვავზე მაღალი ფასებისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის ფონზე ამ კომპანიის მანქანებზე მოთხოვნა დაცემას განაგრძობს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
  მთავარი თემა
მსოფლიო ბანკმა ახალი სესხი დაუმტკიცა საქართველოს

  სხვა ცნობები
გრძელდება ფორტ ჰუდის ინციდენტის გამოძიება
ბარაკ ობამა პარასკევს იაპონიას ჩადის
საქართველო უცხოელის თვალით - რესპონდენტი გერმანისტი, ფილოსოფოსი ფრანკ შრაიერი
რუსეთის ჯარების ქვეყნის გარეთ გამოყენების პირობები დაკანონდა-ინტერვიუ პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძესთან
იაპონიის მთავრობამ ავღანეთის დასახმარებლად  5 მილონი დოლარი გამოყო
ბარაკ ობამა, ფორტ ჰუდში  სროლისას მოკლული 13 სამხედროს ხსოვნისადმი მიძღვნილ პანაშვიდს დაესწრება
ამერიკა  კუბას კიცხავს წინა კვირას ჰავანაში 3 ბლოგერზე  განხორციელებული თავდასხმის გამო
ამერიკის პრეზიდენტი აზიაში ხუთშაბათს გაემგზავრება
რუსეთში ტრეფიკინგში ეჭვმიტანილი 14 ადამიანი დააკავეს
ისრაელის პრემიერ მინისტრი პრეზიდენტ ობამას სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების მიზნით შეხვდა
პრეზიდენტი ობამა აპირებს ჰიროსიმასა და ნაგასაკიში სტუმრობას აპირებს
ახალ ორლეანში მეორე მსოფლიო ომის მემორიალური მუზეუმი გაიხსნა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა 2009 წლის ანგარიში
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბარაკ ობამას შეხვდა
სენატორი მაკეინი  ობამას ადმინისტრაციას რუსეთის მიმართ სიმკაცრისკენ მოუწოდებს
„ქართველები ამერიკაში“
ამერიკა და რუსეთი დეკემბერში ახალ პაქტს მოაწერენ ხელს
გერმანია ბერლინის კედლის დანგრევას ზეიმობს
არაბ და ებრაელ ამერიკელთა  შეკრება ვაშინგტონში  Audio Clip Available
თბილისი სუამი-ის სამიტს მასპინძლობს
ჰილარი კლინტონი ბერლინში ჩავიდა
დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამერიკის პრეზიდენტს ხვდება
უკრაინა საგანგებო მდგომარეობას არ აცხადებს
ქალაქ ფეშევარში 3 ადამიანი დაიღუპა
უცხოური პრესის  მიმოხილვა