VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

 
ახალი ამბები 45 ენაზე
უნიკალური აღმოჩენა ბაგრატის ტაძარში 

09/08/2009

[insert caption here]
ქუთაისის არქეოლოგიური ექსპედიციის წარმომადგენლებმა ბაგრატის ტაძარში მეშვიდე_მერვე საუკუნეებით დათარიღებულ სამარხს მიაკვლიეს. ჯერ-ჯერობით არ კონკრეტდება, ვის ეკუთვნის სამარხი, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ის ახალგაზრდა დიდგვაროვანი ქალია. სამარხთან ერთად აღმოჩენილია ძვირფასი ოქროს ნივთები. არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ვარაუდით, ბაგრატის ტაძრის კარიბჭეში აღმოჩენილი დიდგვაროვანი ქალის სამარხი ეგრის-აფხაზეთის დედოფალს უნდა ეკუთვნოდეს.

მეცნიერები ქალის ჩონჩხს ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაში გამოიკვლევენ, ოქროს ნივთები კი ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში განთავსდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, გამოკვლევების დასრულების შემდეგ სამეფო ოჯახის წევრის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ - მათ შორის, ისიც, თუ როგორი იყო დიდგვაროვანი ქალის ცხოვრების ბოლო დღე.

 არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის ომარ ლანჩავას განმარტებით, ქრისტიანული ხანის მსგავსი მდიდრული სამარხი საქართველოში დღემდე არასდროს აღმოუჩენიათ. მისივე ინფორმაციით, სამარხი მე-8 საუკუნისაა და იმ ტაძრის საკუთრებაა, რომელიც მე-10-11 საუკუნეების ბაგრატის ტაძრის აშენებამდე არსებობდა.

 დიდგვაროვანი ქალის სამარხი ბაგრატის ტაძრის დარბაზში, დასავლეთის კარიბჭესთან, 4 აგვისტოს აღმოაჩინეს. არქეოლეგებმა ტაძრის შიდა ტერიტორიაზე რამდენიმე სხვა სამარხიც გახსნეს, მაგრამ ოქროს ნივთები არც ერთ მათგანში არ დახვედრიათ.

 ბაგრატის ტაძართან, სამარხში აღმოჩენილი ძვირფასეულობა ქუთაისის ეროვნულ მუზეუმში გადაიტანეს. ცხედრის ნაწილები კი თბილისში, ექსპერტიზისთვის ჩამოიტანეს.

 ექსპერტთა პირველი დასკვნა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. პირველადი დათვალიერებით დადგინდა, რომ სამარხი საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა ქალს ეკუთვნის, რომელსაც თხელი და ნატიფი ძვლები ჰქონდა.

 როდის და როგორ გარემოში ცხოვრობდა, რომელ წელს და რომელ თვეს გარდაიცვალა ქალბატონი, ექსპერტიზა ამ ყველაფერს რამდენიმე დღეში დაადგენს.

 კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის ეროვნული სააგენტო უკვე ერთი წელია, რაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბაგრატის ტაძრის აღდგენასა და პირვანდელი სახის დაბრუნებაზე მუშაობს.

 რამდენიმე  დღის წინ დასავლეთის კედლის საძირკველში აღმოჩენილი სამარხი ბოლო წლებში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური აღმოჩენაა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
  მთავარი თემა
საბოლოო დებატები  ჯანდაცვის რეფორმაზე სენატში

  სხვა ცნობები
ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის გამოწვევები  Audio Clip Available
ამერიკა ავღანეთში  გამძვინვარებულ კორუფციას შეებრძოლება
დალაი ლამამ პრეზიდენტ ობამას მადლობა გადაუხადა 
კუბის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი გაასამართლეს
პაკისტანში  ბუნებრივი აირის გაპარვის შედეგად აფეთქება მოხდა
ირანის თავდაცვის სამინისტრო წვრთნებისთვის ემზადება
ერაყის პარლამენტი საარჩევნო კანონზე მსჯელობს
ამერიკელი ასტრონავტები ღია კოსმოსში გადიან
რატომ აწუხებთ ამერიკის  საემიგრაციო  მოსამართლეებს დეპრესია?  Audio Clip Available