VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

 
ახალი ამბები 45 ენაზე
აგვისტოს ომი და ხელოვანები


16/08/2009

 უკანასკნელ დღეებში საქართველოში არაერთი ღონისძიება გაიმართა. მათ შორის უმრავლესობა სახელოვნებო და ცხადია, ომის თემაზე. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ არტისტულ წრეს ომის ცნების მხატვრული გაანალიზების სურვილი ახლა გაუმწვავდა, თუმცა, რამდენად გვექვს საქმე ბოლო ერთი წლის მათი რაციონალურ-ემოციური პროცესების არტისტულ რეაქციასთან და არა უბრალოდ ზედაპირულ, მემორიალურ პრეზენტაციებთან, ეს არა ერთმნიშვნელოვანია. რამდენიმე დღის წინ გალერეაში ~აკადემია +~ (შარდენის 19) არასამთავრობო ორგანიზაცია ~საქართველოს ამერიკელი მეგობრები~, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან ერთად, წარმოადგინეს ალექსანდრე კლიმჩუკის ფოტოგამოფენა. 8 აგვისტოს ალექსანდრე კლიმჩუკის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი წელი შესრულდა. ფოტორეპორტიორი, რომელიც ომს აშუქებდა, ერთი წლის წინ ცხინვალთან დაიღუპა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საშა კლიმჩუკის სხვადასხვა პერიოდის ფოტოგრაფია - ის, რასაც რეპორტაჟებისთვის იღებდა და ისიც, რაც მისი პირადი ფოტოკოლექციის ნაწილია. ექსპოზიცია ასევე მოიცავდა მის უკანასკნელ ფოტოებს - 2008 წლის აგვისტოს ომის სასტარტო ეტაპის ამსახველ მცირე სერიას...

ქართველი მხატვრების ჯგუფური გამოფენა გაიმართა გორში, სავარაუდოდ მხატვრებმა გამოფინეს ის ნამუშევრები, რომლებიც სიუჟეტურად და აქცენტებით ომს უახლოვდება. ამას გარდა სტალინის ძეგლთან დაიდგა კედელი, რომელზეც აგვისტოს მოვლენების ამსახველი ფოტონამუშევრები განთავსდა. კედლის იდეა ყველაზე ხშირად გამოყენებადია მსოფლიოში, როგორც მემორიალური იდეის მატარებელი ობიექტი. მარტივია და ცნობადი, მაგრამ მაინც ეფექტური.

 ქართველი ხელოვანების და კულტურის წარმომადგენლების შემოქმედებითი რეაქცია ომსა და იმ სისხლზე, რომელიც საქართველომ შარშან აგვისტოში გაიღო, ნამდვილად არასაკმარისი იყო, მხოლოდ ერთეულებმა სცადეს, მათგან უმეტესობა კი ვერ გახდა ზუსტი და ადეკვატური ვერც ფორმით, ვერც შინაარსით. 

სამწხუაროდ, მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ხელოვანები ცუდ ტონად თვლიან პოლიტიკური ხელოვნების "კეთებას". ზუსტად ასეა. ისინი ტრადიციულად რეალობაზე მაღლა დგებიან და ეს რეალობა არც მეტი, არც ნაკლები თავად მათთვის და მათ მიერ ჩამოყალიბებული კრიტერიუმებია. სამწუხაროდ ძალიან ვიწრო სივრცით, მწირი პრობლემებით. ერთი და იგივე ნამუშევრები, ახალ-ახალი სათაურებით. სათაურების "მორგებას" კი დიდი ჯაფა აშკარად არ სჭირდება. უახლესი ისტორიიდან გამომდნარი პოლიტიკური აქცენტები მიუღებელია ხელოვანთა დიდი უმრავლესობისთვის. არადა პროცესები მათ წინააღმდეგ მოქმედებს და ამის დასტურია თუნდაც გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი "გაღმა ნაპირი" – ყველაზე წარმატებული და ყველაზე უკეთ გაგებული, მიღებული და აღიარებული. ვერავინ იტყვის რომ ამ ფილმის წარმატებაში სიუჟეტსა და აქცენტებს მეორეხარისხოვანი ადგილი ეკავა.

მხატვრობის ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ბიენალეზე ვენეციაში ვერც მხატვარი კოკა რამიშვილი და ვერც მისი კურატორ-კომისარი შეამჩნიეს. ასეც უნდა მომხდარიყო, შესამჩნევი იქ არც არაფერი ჩაუტანიათ, მით უფრო ვერ დავაინტერესეთ ის აუდიტორია, რომელიც საქართველოს პავილიონში საქართველოს ხმის და ძახილის გასაგონად მოდიოდა. ამსტერდამის გამოფენა უდაოდ წარმომადგენლობითი იყო, მაგრამ ეს იყო უბრალოდ ჯგუფური გამოფენა, ძირითადად წლების წინ "დამზადებული" ხელოვნების ნიმუშებით. ეს იყო დევიზის, კონტექსტის გარეშე. გარეშე იმისა, რასაც ქართველი მხატვრები "კობრა" გალერეის კედლების გარდა უნდა შეეკრა და გაეერთიანებინა. თუმცა ამ შემთხვევაში სათქმელი ის მაინც გვაქვს, რომ რამდენიმე ათეული მხატვარი, რამდენიმე ათეული ნამუშევრით ცნობილ მუზეუმში გამოიფინა და დამთვალიერებელიც ბევრი იყო, მერე რა რომ რეზონანსი და პრესა განსხვავებული, ეს ბუნებრივია, ეს ასეც უნდა იყოს. ამისთვის მადლობა ორგანიზატორებს და არა მხატვრებს - წერს ხელოვნებათმოცდნე სოფო კილასონია.


 

 

 

 

 

 

 

 



E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
  მთავარი თემა
ავღანეთში ტერაქტების შედეგად 4 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა

  სხვა ცნობები
ფილიპინებში  21 ადამიანის ცხედარი იპოვეს
ირანისა და ბრაზილიის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ
რუმინეთში სავარაუდოდ განმეორებითი არჩევნები ჩატარდება
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი შეერთებულ შტატებშია
დღეს ამერიკელი ავსტონავტები ღია კოსმოსში გასასვლელად ემზადებიან
გატაცებული ისრაელელი ჯარისკაცის მშობლები მის გამოსახსნელად მოლაპარაკებას აწარმოებენ
ამერიკა ავღანეთში დამატებითი  ჯარების გაგზავნას აგვიანებს
ირანი საჰაერო წვრთნებს იწყებს
დებატები სენატში
დაპირისპირება ერაყის პარლამენტში
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩვნები ტარდება
ღაზას  სექტორზე საჰაერო იერიშები განხორციელდა
ხანძარი ავსტრალიაში
მეკობრეებმა  ბერძნული სატვირთო გემი გაიტაცეს
ნიკარაგუას ქუჩებში დღეს ათასობით ადამიანი გამოვიდა
საზღვარგარეთ სწავლის მსურველები  Audio Clip Available
როდ სტიუარტის ახალი ალბომი  Audio Clip Available