VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

 
ახალი ამბები 45 ენაზე
ნოდარ დუმბაძე მთაწმინდაზე

13/09/2009


[insert caption here]
მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის პირადი სურვილი იყო, გარდაცვალების შემდეგ ის საბავშვო პარკმზიურშიდაეკრძალათ, დღეს დილით ის მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. ნოდარ დუმბაძის ნეშტი მამა დავითის ტაძარში დაასვენეს, სადაც დღეს სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

ხვალ კი, მწერლის გარდაცვალებიდან 25- წლისთავზე, ნოდარ დუმბაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. მწერლის მთაწმინდის პანთეონში გადასვენებასთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში სპეციალური კომისიის სხდომა 11 სექტემბერს გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი გიგი უგულავა უძღვებოდა. მოგვიანებით კომისია ნოდარ დუმბაძის საფლავის მოსაწყობადაც შეიქმნება. სხდომას ნოდარ დუმბაძის მეუღლე ნანული დუმბაძე, ქალიშვილი ქეთი დუმბაძეც ესწრებოდნენ.

მზიურში დღეს ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრები და ახლობლები დილიდან შეიკრიბნენ. მწერლის ნეშტის მამა დავითის ტაძარში გადასვენება დილის 10:00 საათზე დაიწყო. ბავშვთა ქალაქ "მზიურიდან" მთაწმინდის პანთეონამდე მსვლელობა ფეხით მოეწყო.

დღეს მთაწმინდის პანთეონში პანაშვიდს, გარდა ოჯახის წევრებისა დუმბაძის შემოქმედების თაყვანისმცემლები და მეგობრებიც დაესწრნენ.

განსხვავებული და გარკვეულწილად ლეგიტიმური ეჭვი აქვს ოპოზიციის წარმომადგენელს ზვიად ძიძიგურს. უკვე მოეწყო .. ახალი გზის პრეზენტაცია, რომელმაც ვაკე და საბურთალო, სწორედმზიურისგავლით ახალი ავტომაგისტრალით უნდა შეაერთოს, ამიტომ შესაძლებელიამზიურშიმწერლის საფლავი ხელისშემშლელი ფაქტორი ყოფილიყო.

თუმცა, თუკი ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრები უკმაყოფილებას არ გამოხატავენ და მეტიც, ისინი მადლობელნი არიან ამ გადაწყვეტილებით, რა მნიშვნელობა აქვს გადასვენების მიზეზს. მითუმეტეს, რომ როგორც მედია იტყობინება ინიციატივა მწერლის მთაწმინდის პანთეონში გადასვენების შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II- ეკუთვნის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

 

 

 

 

 

 



E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
  მთავარი თემა
ინდოეთის პრემიერ მინისტრი სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ს მასპინძლობს

  სხვა ცნობები
ძალადობის მორიგმა აქტმა  ავღანეთში  სამოქალაქო და სამხედრო პირები იმსხვერპლა
აფხაზეთის მკვიდრი  რუსმა სამართალდამცველებმა ცემით მოკლეს
ნატოს პოზიცია უცვლელია
შიდსისგან მსოფილოში 25 მილიონი ადამიანია გარდაცვლილი
ბრიტანეთი ერაყის ომის გარშემო გამოკითხვებს იწყებს
ანტი-მუსულმანური აგიტაცია აშშ-ში
ისრაელს სამი საჰაერო შეტევის შესრულება დაჭირდა
მუმბაიში ცნობილი ტერორისტული თავდასხმიდან ერთი წელი გავიდა
თეირანი 100 პროცენტიან გარანტიას ითხოვს
შეერთებული შტატების ეკონომიკა  მცირე მაჩვენებლით გაიზარდა
აზერბაიჯანში გაასამართლეს ორი ოპოზიციონერი ინტერნეტ აქტივისტი
აღიარებს თუ არა მინსკი საქართველოს კონფლიქტური ზონების დამოუკიდებლობას? - ინტერვიუ პოლიტოლოგ იგორ კვესელავასთან