მსოფლიო
ჯანდაცვის ორგანიზაცია ექიმებს აფრთხილებს, რომ ჰაშ ერთი ენ ერთი ტიპის ვირუსის მიერ
გამოწვეული ღორის გრიპი ავადმყოფებმა საკმაოდ მძიმედ შეიძლება გადაიტანონ. გაეროს
ეს სააგენტო ირწმუნება, რომ ღორის გრიპს ისეთი ვირუსული პნევმონიის გამოწვევა
ძალუძს, რომელიც საფრთხეს უქმნის ჯანსაღი ადამიანების სიცოცხლეს.
ორგანიზაცია
ექიმებს მოუწოდებს პაციენტებს დაუყონებლივ ჩაუტარონ ვირუსის საწინააღმდეგო
შესაბამისი მკურნალობა. შეერთებული შტატების ჯანდაცვის უწყება კი აცხადებს, რომ
მოსახლეობას რორის გრიპის ვაქცინა დაგვიანებით მიეწოდება.