სამხედრო დანაშაულების
ჩადენაში ბრალდებული ბოსნიელი სერბი ლიდერის როდოვან კარაძიჩის საქმის გაგრძელება დღეს
ჰააგაში ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალმა მოისმინა.
კარაძიჩმა პირველ
დღეს უარი თქვა სასამართლოში გამოჩენაზე იმ მიზეზით, რომ არ ჰქონდა საკამრისი დრო სათანადო
დაცვის მოსამზადებლად. ორშაბათს ცატარებული სასამართლო პროცესი ამის გამო 20 წუთში
დამთავრდა.
პროკურორი ჰილდეგრად
უერც-რეცლაფი კარაძიჩს სასამართლოს მანიპულირების მცდელობაში ადანაშაულებს. მისი თქმით
კარაძიჩმა ყველა შესაძლო სამართლებრივი მეთოდი ამოწურა იმისთვის, რომ პროცესისთვის
მოსამზადებლად დამატებითი დრო მიიღოს.