VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

 
ახალი ამბები 45 ენაზე
გუბერნატორების არჩევნებზე რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს


06/11/2009
 
Voters are handed 'I Voted In Arlington' stickers after voting at Rosslyn Fire Station #10, in Arlington, Virginia, 03 Nov 2009
 
                                      

   ვირჯინიისა და ნიუ-ჯერსის შტატებში გუბერნატორების არჩევნებზე რესპუბლიკელებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

   პრეზიდენტმა ობამამ, რომელმაც გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ორივე შტატში გაიმარჯვა, ძალისმხევა არ დაიშურა ვირჯინიასა და ნიუჯერსიში დემოკრატების კანდიდატების დასახმარებლად. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკელებმა სამშაბათს მოპოვებული ტრიუმფი საპრეზიდენტო პოლიტიკაზე ჩატარებულ რეფერენდუმად შეაფასეს.  რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ მაიკლ სტილმა ვაშინგტონში ჟურნალისტებისათვის ბრიფინგი გამართა.

  „რესპუბლიკელები და დამოუკიდებელი ამომრჩევლები ნამდვილი გმირები არიან. ასევე, არ უნდა დავივიწყოთ ის დემოკრატებიც,ინც ვაშინგტონში ხმას იმაღლებს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელმაც ჩვენი ქვეყანა, უფლებები და ეკონომიკა რისკის წინაშე დააყენა. რესპუბლიკური რენესანსი კი უკვე დაწყებულია“.   

   ვირჯინიის გუბერნატორმა და ნაციონალური დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ტიმ კაენმა, რომელიც თანამდებობას ტოვებს, განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებზე პრეზიდენტს გავლენა არ მოუხდენია და მიღებული რეზულტატი ძირითადად ადგილობრივმა საკითხებმა განაპირობა. კაენმა ამის შესახებ „ენბისის“ ეთერში ისაუბრა. 

 „ვირჯინიასა და ნიუ-ჯერსიში ჩატარებულმა ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ პრეზიდენტი ორივე შტატში ძალიან პოპულარულია“. ამ ეგზიტპოლებს სარა დატონი ხელმძღვანელობდა. „სიბიესის“ ეთერში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე პრეზიდენტ ობამას ფაქტორს გავლენა არ მოუხდენია. მიუხედავად ამისა, პოლიტიკური ექსპერტები თვლიან, რომ  არჩევნების შედეგები პრეზიდენტისათვის და კონგრესში მისი დემოკრატი მოკავშირეებისათვის და გავლენას იქონიებს ისეთი რთული საკითხების გადაწყვეტაში, როგორიც ჯანდაცვის რეფორმაა.  

  ლარი საბატო, რომელიც ვირჯინიის უნივერსიტეტში პოლიტიკის ცენტრს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ რესპუბლიკელებმა საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს. „მათ ორ ძალიან მნიშვნელოვან შტატში გუბერნატორების პოსტები მოიპოვეს. ასეთი კომბინაცია კი პრეზიდენტ ობამასთვის რესპუბლიკელებისგან რეალური გზავნილია“. დამოუკიდებელი ამომრჩევლების დიდმა ნაწილმა მხარი რესპუბლიკელთა კანდიდატებს დაუჭირა, მაშინ როცა გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მათმა უმრავლესობამ ბარაკ ობამას მისცა ხმა. ამასთანავე, დემოკრატებმა ვერ შეძლეს თავიანთი ამომრჩევლის დიდი ნაწილის მოტივირება, გამოსულიყვნენ სახლებიდან და მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში. გასული წლის ნოემბერში ბატონი ობამას გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა ახალგაზრდობის, უმცირესობების და გარეუბნებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერამ.  

   ანალიტიკოსი სარა დატონის  თქმით, ამჯერად ამ ჯგუფების კოალიციამ დემოკრატებს ვეღარ უშველა. სარა დატონი აცხადებს, რომ ვირჯინიასა და ნიუ-ჯერსიში გამართულ საგუბერნატორო არჩევნებში ელექტორატის  დიდი ნაწილი ასაკოვანი ხალხი იყო. თუ გასულ წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში ელექტორატის 21 პროცენტს 30 წლამდე ადამიანები შეადგენდნენ, ახლა ეს სეგმენტი მხოლოდ 10 პროცენტი იყო. ვირჯინიასა და ნიუჯერსიში მარცხის მიუხედავად, დემოკრატებმა წარმატებას მიაღწიეს ნიუ-იორკის შტატში გამართულ კონგრესის სპეციალურ არჩევნებში. ისტორიულად, პარტია, რომელიც აკონტროლებს  თეთრ სახლს, მუდამ მარცხდება ხოლმე პირველ შუალედურ არჩევნებში. 

  ანალიტიკოსი ლარი საბატო მიიჩნევს, რომ დემოკრატებმა ვითარების გამოსასწორებლად უნდა იმუშავონ.  მისი თქმით, რესპუბლიკელებმა იციან, რომ მათ ისევ შეუძლიათ მოგება. ეს კი  მათი უპირატესობაა.  ხოლო დემოკრატებს, საბატოს აზრით,   წინ კიდევ ერთი წელი აქვთ, რათა მოახერხონ ვითარების გამოსწორება.

   სამშაბათის არჩევნებს ასევე უარყოფითი გავლენა ექნება პრეზიდენტ  ობამას მიერ ინიცირებულ ჯანდაცვის რეფორმის პროექტზე, რომელსაც შესაძლოა წინააღმდეგობა შეხვდეს კონსერვატორი დემოკრატების მხრიდან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



Download US ELECTIONS
გადმოტვირთეთ: 
Listen to This Report US ELECTIONS
მოუსმინეთ:
E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
  მთავარი თემა
ამერიკა - რუსეთის ხელშეკრულებას ქართველი ექსპერტი ეხმაურება

  სხვა ცნობები
უმუშევრობა ნიუ იორკში  Audio Clip Available
ხვალ ჯანდაცვის რეფორმის ბედი წყდება  Audio Clip Available
გენოციდის აღიარება-არაღიარების დილემა  Audio Clip Available
დაძაბულობა  ისლამსა და დასავლეთს შორის  Audio Clip Available
საერთაშორისო ოთხეულის შეთანხმება
პრეზიდენტი ობამა ირანელებს ახალ წელს ულოცავს
რუსები პუტინს აუმხედრდნენ
ვაქცინაცია გრძელდება
გაეროს ყოფილი ელჩის კრიტიკა
უთანხმოება ჩინურ ვალუტასთან დაკავშირებით
პრეზიდენტი ობამა იმედს არ კარგავს
ვაშინგტონისა და მოსკოვის საბოლოო შეთანხმება
ვენესუელა და ბელარუსი შეთანხმდნენ
ლატინინამ ვაშინგტონში ისაუბრა
30 მიაისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია
ქ. მარჯაში ჩატარებული ოპერაცია მხოლოდ დასაწყისია
თურქეთის მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკა  Audio Clip Available
ხელის შეშლას არქტიკის ზღვის ათვისებაში რუსეთი არ დაუშვებს
კოსმოსური კაფსულა სოიუზი მშვიდობით დაეშვა ყაზახეთში
ომის იმიტაცია  Audio Clip Available
თავდასხმები  „გუგლიზე“  Audio Clip Available
რუსეთის მთავრობის მკაცრი კრიტიკა  Audio Clip Available
"ქალთა პროგრესი სამყაროს პროგრესს ნიშნავს"  Audio Clip Available
ოთხეულის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი
ჰილარი კლინტონი მოსკოვში მართავს შეხვედრებს
იუკოსის წევრს განაჩენი გამოუტანეს
საერთაშორისო გამოხმაურება მოდელირებულ ქრონიკაზე
ერდოღანი იმუქრება
ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის შეფასება  Audio Clip Available
აშშ-ში წმინდა პატრიკის დღეს აღნიშნავენ
ავღანეთში ორი ტერორისტი მოკლეს
ჩინეთის ეკონომიკა 9,5%  გაიზრდება
რუბრიკა    ”ახალგაზდებისთვის”  Audio Clip Available
ყირგიზეთში საპროტესტო  აქცია ჩატარდა
ევროკომისიის პრეზიდენტი შეშფოთებულია იმედში გაშვებული ტელესიუჟეტის გამო
ირანი ახალი ინიციატივით გამოდის
ავღანეთის უშიშროების ძალების წვრთნის პროცედურაში
2009 წელს უცხოური ინვესტიციები საქართველოში შემცირდა
ობამას ჯანდაცვის რეფორმა
აშშ-ში სახლების მშენებლობის პროცესი შენელდა
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო
ისრაელი და აშშ ურთიერთ-დაპირისპირების შესახებ
საქართველოში წვიმებს წყალდიდობები მოჰყვა
რეგიონალური არჩევნები რუსეთში
პალესტინელები აპროტესტებენ სინაგოგის გახსნას
ერაყში არცერთი პოლიტიკური პარტია ხმების უმრავლესობას არ ფლობს
შარშანდელი მიწისძვრა ლაკუილაში
პეკინი ირანის სანქციებზე
ობამა უნგრეთს ულოცავს
მილიბენდი განცხადებას აკეთებს ირანზე
საპარლამენტო არჩევნებში ერაყში
მარეგულირებელმა კომისიის გადაწყვეტილება
გადაცემა რომელმაც პანიკაში ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა
რუსეთის მოდერნიზაცია
ვაშინგტონი ისრაელს აკრიტიკებს
ავღანეთის ხელისუფლებამ ეჭვმიტანილები გაანადგურა
ბანგკოკი მოთხოვნებს უარყოფს
ობამა ჯანდაცვის რეფორმას განავრცობს
მსოფლიო ეკონომიკა
ნიუ-იორკის ტაქსის მძღოლების თაღლითობა
ისრაელის გადაწყვეტილების საპროტესტო აქციები
ჯანდაცვის რეფორმის კანონზე მუშაობა გრძელდება
"იმედის"ტელეარხი მაუწყებელთა ქცევის კოდექსს არღვევს  Audio Clip Available
დემონსტრანცია ბანკოკის ქუჩებში
შეერთებული შტატების ახალი განკარგულება
ჩინეთის მთავრობის პროტესტი
ყანდაარის პროვინციაში აფეთქება მოხდა
საქართველოს ოპოზიცია სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრება
ისრაელი მშვიდობის პროცესს ძირს უთხრის
ახალი მსხვერპლი პაკისტანში
შეერთებულ შტატებში საცალო ვაჭრობა გაიზარდა