VOANews.com

ამერიკის ხმა ▪ Georgianინფორმაციის სანდო წყარო

 
ახალი ამბები 45 ენაზე
დეიტონის უნივერსიტეტი ადამიანების ტრეფიკინგზე ამახვილებს ყურადღებას


14/11/2009
 
America, USA, promo

                               

   არასრულწლოვანი ტერეზა ფლორესი დეტროიტში იზრდებოდა, მაშინ როდესაც ერთ ღამეს მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ტერეზა შინ ავტომობილით მისმა ამხანაგმა ყმაწვილმა წაიყვანა და გზაში გააუპატიურა იგი.

 

თანაც მოძალადემ საკუთარი დანაშაულის აღმბეჭდავი ფოტოებიც გადაიღო. ფლორესის თქმით, მოძალადემ ეს ფოტოები მის დასაშინებლად გამოიყენა და ამ გზით პროსტიტუციისკენ უბიძგა ტერეზას. გოგონა ორი წლის განმავლობაში იყო ტერფიკინგის მსხვერპლი:

 

„შენ მონად ხარ ქცეული. თუმცა ფიზიკურად არაფერი გაკავებს. ამიტომაც ზოგი ადამიანი სრული სიღრმით ვერ აცნობიერებს ამ პრობლემას". გვეუბნება ტერეზა.

 

მარკ ენსალაკო დეიტონის უნივერსიტეტში ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამას ხელმძღვანელობს. ამ პროგრამის დახმარებით მოწყობილი კონფერენცია ტერეფიკინგის გამო განგაშის ატეხვას ისახავდა მიზნად:

 

„გლობალურად სექს-ტრეფიკინგს ძალზე დიდი მასშტაბები აქვს მოპოვებული. მუშახელის არალეგალური გადაყვანა კი მსოფლიოს ყველაზე  დიდი ტერფიკინგს წარმოადგენს". ამბობს ბატონი ენსალაკო.

 

კონფერენციის ორგანიზატორები ცდილობენ, რომ სოციალური დაცვის სამსახურებისა და კანონის დამცველი ორგანოების ერთობლივი მუშაობის გააქტიურებას მიაღწიონ. კონფერენციაში შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლებიც იღებდენ მონაწილეობას:

 

„მათ ოჰაიოში ათობით მეძავთა გადამყვანი დააკავეს და ორმოცდაათამდე ქალი და გოგონა გაათავისუფლეს. მათგან ყველაზე პატარა ათი წლისაა". მოგვითხრობს მარკ ენსალაკო.

 

„ამერიკელებს ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ საზღვარგარეთ ხდება ან კიდევ, რომ ამერიკაში ქალები მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპიდან და სხვა ასეთი ადგილებიდან შემოჰყავთ. მათ ვერ წარმოუდგენიათ ის, რომ ასეთი რამ ჩმნაირ ამერიკელს შეიძლება დაემართოს. ხოლო სანამ ხალხი ამას არ გააცნობიერებს არაფერი შეიცვლება". გვეუბნება ტერეზა ფლორესი.

 

   ახლა ფლორესი აქტიურად ექომაგება ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალებს. იგი აგრეთვე მსხვერპლთა სარეაბილიტაციო სახლის დირექტორიცაა.

 

  სახლში მხოლოდ ათი ქალის განთავსებაა შესაძლებელი. მთელს შეერთებულ შტატებში სულ სამი ასეთი სახლია. ამერიკაში კი ყოველწლიურად ტრეფიკინგის ას ათასზე მეტ მსხვერპლს ითვლიან.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 


Download დეიტონის უნივერსიტეტი ადამიანების ტრეფიკინგზე ამახვილებს ყურადღებას
გადმოტვირთეთ: 
Listen to This Report დეიტონის უნივერსიტეტი ადამიანების ტრეფიკინგზე ამახვილებს ყურადღებას
მოუსმინეთ:
E-mail This Article გააგზავნეთ ელ-ფოსტით:
Print This Article ამოსაბეჭდი ვერსია
  მთავარი თემა
ევროკომისიის პრეზიდენტი შეშფოთებულია იმედში გაშვებული ტელესიუჟეტის გამო

  სხვა ცნობები
იუკოსის წევრს განაჩენი გამოუტანეს
საერთაშორისო გამოხმაურება მოდელირებულ ქრონიკაზე
ერდოღანი იმუქრება
ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის შეფასება  Audio Clip Available
აშშ-ში წმინდა პატრიკის დღეს აღნიშნავენ
ავღანეთში ორი ტერორისტი მოკლეს
ჩინეთის ეკონომიკა 9,5%  გაიზრდება
რუბრიკა    ”ახალგაზდებისთვის”  Audio Clip Available
ყირგიზეთში საპროტესტო  აქცია ჩატარდა
ირანი ახალი ინიციატივით გამოდის
ავღანეთის უშიშროების ძალების წვრთნის პროცედურაში ცვლილებები შეაქვთ
2009 წელს უცხოური ინვესტიციები საქართველოში შემცირდა
ობამას ჯანდაცვის რეფორმა
აშშ-ში სახლების მშენებლობის პროცესი შენელდა
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო
ისრაელი და აშშ ურთიერთ-დაპირისპირების შესახებ
საქართველოში წვიმებს წყალდიდობები მოჰყვა
რეგიონალური არჩევნები რუსეთში
პალესტინელები აპროტესტებენ სინაგოგის გახსნას
ერაყში არცერთი პოლიტიკური პარტია ხმების უმრავლესობას არ ფლობს
შარშანდელი მიწისძვრა ლაკუილაში
პეკინი ირანის სანქციებზე
ობამა უნგრეთს ულოცავს
მილიბენდი განცხადებას აკეთებს ირანზე
საპარლამენტო არჩევნებში ერაყში
მარეგულირებელმა კომისიის გადაწყვეტილება
გადაცემა რომელმაც პანიკაში ჩააგდო საქართველოს მოსახლეობა
რუსეთის მოდერნიზაცია
ვაშინგტონი ისრაელს აკრიტიკებს
ავღანეთის ხელისუფლებამ ეჭვმიტანილები გაანადგურა
ბანგკოკი მოთხოვნებს უარყოფს
ობამა ჯანდაცვის რეფორმას განავრცობს
მსოფლიო ეკონომიკა
ნიუ-იორკის ტაქსის მძღოლების თაღლითობა
ისრაელის გადაწყვეტილების საპროტესტო აქციები
ჯანდაცვის რეფორმის კანონზე მუშაობა გრძელდება
"იმედის"ტელეარხი მაუწყებელთა ქცევის კოდექსს არღვევს  Audio Clip Available
დემონსტრანცია ბანკოკის ქუჩებში
შეერთებული შტატების ახალი განკარგულება
ჩინეთის მთავრობის პროტესტი
ყანდაარის პროვინციაში აფეთქება მოხდა
საქართველოს ოპოზიცია სასამართლოში სარჩელის შეტანით იმუქრება
ისრაელი მშვიდობის პროცესს ძირს უთხრის
ახალი მსხვერპლი პაკისტანში
შეერთებულ შტატებში საცალო ვაჭრობა გაიზარდა